შემოგვიერთდით

25 იანვარს HR hub-ის ღონისძიება გაიმართა

HR hub-ის ღონისძიება 25 იანვარს 19:00 სასტუმრო ციტრუსში (9 აპრილის ქუჩა #3) გაიმართა.

ღონისძიების მენტორი იყო: ნინო ოხანაშვილი

ნინოს აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება როგორც წამყვან ქართულ კომპანიებში, ასევე საკუთარ ბიზნესებში. იგი არის ადამიანური რესურსის მართვის ექსპერტი და ტრენერი 10+ წლიანი გამოცდილებით.

“რწმენა არის პირველი ნაბიჯის გადადგმა, როცა კიბეს ვერ ხედავ.” – ნინო ოხანაშვილი

მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა – MBA, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს და ასევე არის ცვლილებების მართვის სერტიფიცირებული (Prosci) პროფესიონალი.

თემა: ყველაფერი ხელფასების შესახებ

მეორე მენტორი იყო: გრიგოლ სიდამონიძე

გრიგოლი BDO აკადემიის ლექტორია. არის სამართლის მაგისტრი. აქვს 8 წლიანი გამოცდილებით სამოქალაქო და ადმინაისტრაციულ სამართალში. 5 წლიანი გამოცდილება კი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და შრომის – სამართლებრივი რეკომენდაციებისა და სისტემების შემუშავება/მართვის მიმართულებით.

თემა: ხელფასებისა და კომპენსაციების სამართლებრივი მხარე

HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!

HR hub-ის მხარდამჭერია “რეგუსი“.

მედია პარტნიორია რადიო იმედი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *