შემოგვიერთდით

26 თებერვლას საქართველოს უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მოწვევით, 26 თებერვალს უნივერსიტეტს წამყვანი კომპანიების წარმომადგენელები ეწვევიან. სტუდენდებს და კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ შრომით ბაზარს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლებისგან.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის: თი ბი სი დაზღვევა; პე ეს პე; ევექსი; საქართველოს ბანკი; „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“; მედალფა; მითანა; DISCOVER GEORGIA; Holiday Georgia; იუსტიციის უმაღლესი საბჭო; INSURANCE COMPANY UNISON; ნიკორა; სადაზღვევო კომპანია „ალფა“; Adjara Group Hospitality; ალდაგი; პალიტრა ჯგუფი; ევროპის ბიზნეს სკოლა; ნატახტარი; საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო; ვიანორი; კინგსი საქართველო; მეტრო მარტი; ეივონი; თბილისის ბიზნეს სახლი; ბიბლუსი; ოდისეა; Khatia Communication; თბილისის ბიზნეს სახლი და სხვა.

საქართველოს უნივერსიტეტი სისტემატიურად მართავს დასაქმების ფორუმებს, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *