შემოგვიერთდით

26 ივლისს ნიკორა ახალგაზრდულ, მხიარულ და სანახაობრივ ფესტივალს ატარებს

როგორ უნდა გაატაროთ ზაფხულის ერთი დღე ყველაზე პოზიტიურად და ნაყოფიერად?
პირველად საქართველოში, ყველაზე გრანდიოზული დასაქმების ფესტივალი ნიკორას მომავალი გუნდის წევრებისთვის.
გიწვევთ დასაქმების ფორუმზე, რომელიც ფორუმზე უფრო მეტია;

ყველაზე ახალგაზრდული, მხიარული და სანახაობრივი ფესტივალი თქვენს მოლოდინშია.
როდის? – 26 ივლისს, ხუთშაბათს 18:00 საათზე
სად? – დედაენის ბაღში

რა დაგხვდებათ?
📑 დასაქმების ზონები, სადაც გაეცნობით კომპანიაში არსებულ ვაკანტურ პოზიციებს და პირობებს
🏀 უზარმაზარ სივრცეში გაშლილი ნაირ-ნაირი გასართობი, გუნდური თამაშები
📿👗 ჩვენი ხელოვანი თანამშრომლების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა
🥁🎸ყველაზე გამორჩეული ქართული ბენდის „Bedford Falls“-ის ლაივ კონცერტი
🌭🍻 ტერიტორიაზე ასევე განლაგებული იქნება საკვები ობიექტები, სადაც სურვილის შემთხვევაში შეძლებთ შეიძინოთ ჰოთ-დოგი, სნეკები, გამაგრილებელი სასმელები, ლუდი და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *