შემოგვიერთდით

28-30 ივლისს ვორქშოპი „სტაჟირება ჩემს კომპანიაში“ გაიმართა

28-30 ივლისს კახეთში, სასტუმრო „რიალ ბატონში“ ვორქშოპი „სტაჟირება ჩემს კონპანიაში“ გაიმართა.

ვორქშოპის “სტაჟირება ჩემს კომპანიაში” ორგანიზატორია „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება USAID-ის მხრდაჭერით ფონდი კრისტალის მიერ PH International-თან და მისო კრისტალთან თანამშრომლობით.

შეხვედრაზე ამავე ორგანიზაციის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოს „სტაჟირების სახელმძღვანელო დამსაქმებლებისთვის“ პრეზენტაცია ჩატარდა.

ღონისძიებას დაესწრნენ სხვადასხვა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები. მათ ერთობლივად იმსჯელეს ახალგაზრდების  სტაჟირების საკითხის გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია და გუნდური მუშაობა. მონაწილები დაიყვნენ ორ გუნდად და შეასრულეს სამუშაო დავალება, რომელიც სტაჟირების დიზაინის, პროექტების მოფიქრებას ითვალისწინებდა. დავალბის შესრულების შემდეგ ორვე გუნდამა წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაციები.

ვორქშოპის დასასრულს დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი გამოწვევების შესაბამისად შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სტაჟირების შესაძლებლობების გაზრდას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *