შემოგვიერთდით

29 აპრილს, კომპანია IDCS-ის ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა HR UNITE გაიმართა

2017 წლის 29 აპრილს, კომპანია IDCS-ის ორგანიზებით, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა ციკლიდან „HR Unite!“.

ღონისძიებას დაესწრო ორმოცდახუთი დელეგატი, მათ შორის HR სფეროს, შრომისა და დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე წარმოდგენილ და განხილულ იქნა, ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა დასაქმება  (მათ შორის შშმ პირთა, სტუდენტებისა და პროფესიული დასაქმების საკითხები), და დასაქმების ბაზრის კონიუნქტურა, სახელმწიფოს პოლიტიკა და ჩართულობა დასაქმების პოლიტიკისა და შრომითი ბაზრის ფორმირებაში, ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკა და საკანონმდებლო ინიციატივები, გლობალური HR ტრენდები/ტენდენციები და მათი გავლენა საქართველოზე, HR VS CSR VS Philanthropy.

ღონისძიების დასასრულს, #HRWECARE საქველმოქმედო კამანიის ფარგლებში, განხორციელდა სამახსოვრო სამაჯურების გაყიდვა.

კომპანია IDCS (FB ჯგუფი HR CORNER), გეგმავს მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მორიგი, რიგით მე-2 სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას. დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ დღის განრიგისა და სადისკუსიო თემების ფორმირების საკითხში, რათა სამუშაო შეხვედრა საინტერესოდ წარიმართოს და შეთავაზებული სადისკუსიო პლატფორმა მიმდინარე გლობალურ და ლოკალურ ტრენდებზე ორიენტირებული იყოს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *