შემოგვიერთდით

31 მაისს მცხეთაში სტაჟირების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება

პროექტი “Youth Entrepreneurial Skills for Advancing Employability and Income Generation in Georgia (YES-Georgia)” 31  მაისს მცხეთაში სტაჟირების თემაზე ატარებს სამუშაო შეხვედრას/ტრენინგს, რომელსაც გაუძღვება სერგო ნოზაძე – ადამიანური რესურსების მართვის ექსპერტი. სამუშაო შეხვედრის თემაა: “სტაჟირების სისტემები – არსებული გამოწვევები და პრაქტიკული გადაწყვეტილებები”.

YES-Georgia აქტიურად ეხმარება იმ ორგნიზაციებსა და HR პროფესიონალებს, რომელთაც სურთ დახვეწონ არსებული მოდელები და შეუსაბამონ ისინი საერთაშორისო გამოცდილებებს; ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სწორედ ახლა იწყებენ სტაჟირების სისტემების დანერგვას.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შეხვედრაში ჩართვის მსურველებიდან უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატ ორგანიზაციებს/HR პროფესიონალებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან:

  • მნიშვენლოვნად დახვეწონ და გააუმჯობესონ ორგანიზაციაში დანერგილი სტაჟირების სიტემები და მოდელები;
  • სწორედ ახლა ნერგავენ სტაჟირების სისტემებს და პროგრამებს და სურთ უფრო მომზადებულები შეხვდნენ ამ პროცესებს;
  • აიყვანონ სტაჟიორები შემდგომი –დასაქმების პერსპექტივით.

შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ ორგანიზაციებს/ HR   პროფესიონალებს გთხოვთ 28 მაისამდე შეავსოთ მონაწილეობის ფორმა ბმულზე:  https://goo.gl/JEYbZP

HR hub მხარს უჭერს ამ და სხვა აქტივობებს, რომლებიც სასარგებლოა, როგორც ახალგზრდებისთვის ასევე კომპანიებისთვის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *