შემოგვიერთდით

31 ოქტომბერს პროფესიული განათლების გამოფენა „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართება

31 ოქტომბერს, სასტუმრო ბილტმორში, 16:00-დან 19:00-მდე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, პროფესიული განათლების გამოფენა „პროფესიები მომავლისთვის” გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 40-ზე მეტი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ფონდის დაფინანსებით, დამსაქმებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამების სრული ჩამონათვალი:http://www.iswd.ge/geo/page/3

ყველას, ვინც დაინტერესდება გაეცნოს ახალ პროფესიებს, შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიეროს გამოფენა. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ნინო ქუთათელაძეს, პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის.“
ტელ: 595 27 01 27,
ელფოსტა: iswd@pem-consult.de

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *