შემოგვიერთდით

30 ნოემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ფორუმი „CSR და შრომითი სტანდარტები“ გაიმართება

30 ნოემბერს 9.30.00-14.00  სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ფორუმი „CSR და შრომითი სტანდარტები“, გაიმართება. ფორუმში მონაწილეობის კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ.

საქართველოში შრომითი პირობები დღესდღეობით მწვავე და მნიშვნელოვანი თემაა მრავალი სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ადამიანისათვის. ამ საკითხზე მიმდინარეობს დებატები, ყველა მხარეს თავისი მოსაზრება გააჩნია.

ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საჭიროება ხელისუფლებას კარნახობს მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შექმნას ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და ინვესიტიციების მოსაზიდად, მინიმალური მოთხოვნები დააკისროს კომპანიებს;

მეორე მხრივ, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას ავალდებულებს უზრუნველყოს თუნდაც მინიმალური შრომითი სტანდარტების აღსრულება. ამასვე ითხოვს სამოქალაქო საზოგადოება.

** როგორ შეიძლება ამ ორი, თითქოს დაპირისპირებული ტენდენციის შეთავსება?
** რა გამოცდილება არსებობს ევროპაში?
** როგორ შეიძლება შრომითი სტანდარტების აღსრულებამ ხელი შეუწყოს კომპანიათა წარმატების და განვითარების, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და ინვესტიციების მოზიდვას?
** რა როლი ეკისრება ბიზნესს, მთავრობას და სამოქალაქო ორგანიზაციებს შრომითი გარემოს გამჯობესებაში?
** რა კავშირშია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი საკითხები და რას მოიცავს კომპანიის პასუხისმგებლობა თანამშრომელთა მიმართ?

ევროპის და საერთაშორისო გამოცდილებას ფორუმზე წარმოგვიდგენს ორი ევროპელი ექსპერტი, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული, CSR-ის სფეროში გამორჩეული სპეციალისტები არიან – ლუკას ბაკოსი, საკონსულტაციო ორგანიზაცია Maxman Consultants (სლოვაკეთი) და მარტინ ნეურეიტერი, საკონსულტაციო კომპანია CSR Company International-ის დამფუძნებელი (ავსტრია).

„CSR გურუდ“ წოდებული მარტინ ნეურეიტერი არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი CSR საკონსულტაციო ორგანიზაციისა CSR Company International, რომელიც 40 ქვეყანაში ფუნქციონირებს. ის არის ავტორი ორი წიგნისა, ვენის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ISO CSR Standard (ISO 26000)-ის შემმუშავებელი კომისიის თავჯდომარე, რამდენიმე ქვეყნის მთავრობათა კონსულტანტი CSR-ის სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში; იგი კონსულტირებას უწევდა მსოფლიოს ისეთ უმსხვლეს კომპანიებს, როგორებიცაა: Nissan, Mercedes Benz, BMW, National Bank of Abu Dhabi (NBAD), Telekom Austria, Great Giant Pineapple (GGP) Marks & Spencer და სხვა.

ლუკას ბაკოსი, საერთაშორისო ტრენერი და კონსულტანტი, CSR ექსპერტი, სლოვაკეთის წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაციის Maxman Consultants დამფუძნებელი, მუშაობდა სლოვაკეთში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორიოს ორგანიზაციებთან, როგორბიცაა: Raiffeisen Bank, Lenovo, Erste Group, METRO, Cash & Carry, Slovak Telekom, HP, Volkswagen, Novartis და სხვა.

** შრომითი უფლებებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის ურთიერთკავშირი საქართველოში ჯერ არ ყოფილა ასეთი მასშტაბური განხილვის საგანი. რეალობა იცვლება, იცვლება გამოწვევებიც.

** ფორუმის ორგანიზატორია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“
ფორუმი ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (2017-2020) ფარგელბში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.
https://www.facebook.com/CSSIGE/

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *