შემოგვიერთდით

4 ნოემბერს HR hub-ის სეზონის რიგით მეორე ღონისძიება გაიმართება

4 ნოემბერს HR hub-ის ამ სეზონის რიგით მეორე ღონისძიება “რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის” მრავალფუნქციურ კოპლექსში გაიმართება.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი – ესაა მრავალფუნქციური  კომპლექსი, რომელიც დაარსდა 2011-2012 წლებში. ტრასა, შენობები, საკონფერენციო სივრცები  და  ყველა  საინჟინრო  სისტემა  აშენებულია  ქართველი სპეციალისტების ერთობლივი ძალებით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის ( FIA) მოთხოვნების შესაბამისად.

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები. HR hub–ს დღეისთვის 450-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება  სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *