შემოგვიერთდით

4 სამინისტროში, რომელიც უქმდება ჯამში 2888 თანამშრომლის შრომის ანაზღაურება 30 მილიონ ლარამდეა

4 სამინისტროში, რომელიც უქმდება ჯამში 2888 თანამშრომლის შრომის ანაზღაურების ჯამური ბიუჯეტი 30 მილიონ ლარამდეა. თუმცა რეორგანიზაციისა და სტრუქრუტული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუსტად რამდენი მილიონი ლარი დაიზოგება ჯერჯერობით უცნობია.სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი კი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი. კანონპროექტის განმარტეით ბარათში ეკონომიაზე ჩანაწერი ზოგადია.

“კანონპროქტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეოროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი. ამასთან აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება.”

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საჯარო სამსახურის ბიურომ და უფლებამონაცვლე უწყებებმა მათ სისტემებში უნდა უზრუნველყონ შესამბამისი ღონისძიებების განხორციელება. მათ შორის: რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებთან შერწყმა.

მთავრობიდან პარლამენტში გადაგზავნილ 950 გვერდიან პაკეტში არ არის კონკრეტული ინფორმაცია იმ ეკონომიის შესახებ, რომელიც სტრუქტურული ცვლილებების შედეგად დაფიქსირდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *