შემოგვიერთდით

5 გზა – როგორ ვმართოთ „ციფრული“ გუნდი

დღევანდელ სამყაროში უკვე თითქმის ყველაფერი ციფრულია – საათები, ტელეფონები, გაზეთები და ა.შ. ცხადია, გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ გამონაკლისი არც ადამიანია. ტექნოლოგიების ერაში გუნდიც ციფრულ ცხოვრებას ერგება და გარკვეული თვალსაზრისით თავადაც „ციფრული“ ხდება, რაც გულისხმობს სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებებს ტექნიკასთან ყოველდღიურ საქმიანობაში. „ციფრული“ ადამიანი არ გულისხმობს მხოლოდ მილენიალებს (1980-2000 წლებში დაბადებული ადამიანები), რომლებიც აქტიურად იყენებენ საკუთრ სმარტფონებს და ეს მათი სამუშაო კულტურის განუყოფელი ნაწილია. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას სახლიდან, კომპიუტერით მუშაობას ან დამღლელი შეხვედრების ნაცვლად 1 ლაკონიურ მეილს, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტერნეტისა და ინტერნაციონალური თანამშრომლობის შეუცვლელ როლზე დღევანდელ ბიზნეს სამყაროში. მართლაც, ბევრი ჩვენგანი დღესდღეობით „ციფრული“ თანამშრომელია.

აქედან გამომდინარე, ციფრული გარემოს სამართავად სპეციფიკური სტრატეგია და მეთოდებია საჭირო, როგორც „ანალოგური“ გარემოს შემთხვევაში, რასაც Oracle-ის ახალ რეპორტში „The Digital Employee And You” ვკითხულობთ. 2017 წლის ბიზნეს სამყაროს მოთხოვნები და მოლოდინები სრულიად ახალი და განსხვავებულია. „ციფრული ადამიანები“  ითხოვენ ძალიან მოქნილ, მონაცემებზე დაყრდნობილ ინფორმაციას, რომლის ათვისებაც სწრაფად და მარტივად უნდა იყოს შესაძლებელი. HR გამონაკლისი არ არის, თანამშრომლები თავიანთი ადამიანური რესურსების მენეჯმენტისგან ბევრად უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე ოდესმე.

პროფესიონალი და გამოცდილი HR-ებისთვის ეს გამოწვევა უფრო მეტად შესაძლებლობას წარმოადგენს, ვიდრე პრობლემას. შესაძლებლობას – წარმოაჩინონ საკუთარი თავი და დაამტკიცონ შეუცვლელი საჭიროება წარმატებული ბიზნესისთვის. მათ იციან, როგორ უპასუხონ „ციფრული თანამშრომლების“ მოთხოვნებს და გადაჭრან ყველა შესაძლო თანამედროვე ან აქამდე არარსებული პრობლემა. სწავლითა და სიახლეებთან პირისპირ დადგომის შედეგად ადამიანური რესურსების მენეჯერებს შეუძლიათ გაზარდონ საკუთარი ეფექტიანობა აღნიშნულ საკითხებში. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გზას ამის მისაღწევად:

  1. დახვეწეთ კომუნიკაციის საშუალებები

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ციფრულ გამოწვევებთან გასამკლავებლად არის თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა და არამც და არამც მოძველებული გზების გამოყენება. მაგალითად, თანამედროვე ადამიანები უფრო პოზიტიურად რეაგირებენ პერსონალიზებულ კომუნიკაციებზე, ამიტომ ეცადეთ მიაწოდოთ მათ მნიშვნელოვანი და უნიკალურად მათთვის გათვლილი ინფორმაცია პერსონალიზებულად.

  1. გამოიყენეთ ფაქტები უკეთესი ურთიერთობების ასაწყობად

ეცადეთ ყოველთვის დაასაბუთოთ თქვენი მოსაზრება თუ დასკვნა კონკრეტული ფაქტებით. მოაგროვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, სტატისტიკა და მხოლოდ მასზე დაყრდნობით მოახდინეთ რეაგირება. ეს განსაკუთრებით ეხება უკუკავშირის სისტემას. თანამედროვე ადამიანები ძალიან აფასებენ კომპანიის მხრიდან მათი სამუშაო საათების ზუსტ აღწერასა და დაფასებას. თუნდაც 1 მეილი ფანტასტიკურად მოქმედებს ბიზნეს ურთიერთობებზე დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის.

  1. დაუთმეთ დრო რეალურ ურთიერთობებს

ვირტუალური სამუშაო, იქნება ეს „ფრილანსინგი“ თუ სხვა, ხშირად ქმნის გარკვეული ტიპის ზღუდეს რეალურ ურთიერთობებში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, HR-ს ჰქონდეს რეალური ურთიერთობები ვირტუალურ თანამშრომლებთან, იცოდეს მათი ინტერესები, პიროვნული მახასიათებლები და ა.შ. ეს მონაცემები დაგეხმარებათ ხანგრძლივ პერსპექტივაში სტაფის სამართავად,  მათ შესანარჩუნებლად ან გასავითარებლად.

  1. მოქნილობა თქვენი მეგობარია!

ის, რასაც „ციფრული ადამიანები“ ნამდვილად აფასებენ მოქნილობაა. შექმენით მოსახერხებელი HR სერვისები რომ თანამშრომლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ქონდეთ წვდომა. შესაძლოა ეს ნიშნავდეს მარტივი ტრანზაქციების ავტომატიზებას და სამუშაო ადგილზე რესურსსებთან წვდომას. მიეცით თანამშრომლებს HR ინფორმაციაზე წვდომა მათი ტელეფონების გამოყენბით. ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია ქლაუდი დავასახელოთ, რომელიც ინფორმაციის დიდ საწყობს წარმოადგენს და რომელზე ხელწვდომაც ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, ნებისმიერი ადგილიდან. თანამშრომლებისთვის უფლების მიცემა, რომ ქლაუდის ინფორმაცია საკუთარი ნების მიხედვით გამოიყენონ, რეალურად მათ მიცემს საშუალებას მოთხოვნისთანავე მიიღონ ის ინსტრუმენტები თუ ინფორმაცია, რომელსაც ოფისში ან სხვა სამუშაო ადგილას ფლობენ.

  1. მოაწყეთ ვირტუალური შეხვედრები

მოქნილობის კიდევ ერთი ნაირსახეობა არის ვირტუალური შეხვედრები. მოაწყვეთ ვირტუალური სამუშაო ოთახები, სადაც თქვენი სტაფი შეძლებს ინფორმაციის გაცვლას და პროექტებზე მუშაობას ერთ ოთახში რეალურად ყოფნის გარეშე. გარდა ამისა, ეს პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია თავად ამ ადამიანების განვითარებისთვის. ისინი ბევრს სწავლობენ ერთმანეთისგან, ამგვარი შეხვედრები მათ აძლევს გარკვეულ გამოცდილებას გუნდური სამუშაოებისთვის.

ამგვარი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სტაფისთვის, ასევე HR-ისთვის, რადგან თანამედროვე სამყაროსთვის ფეხის აწყობა და ტექნოლოგიების ყოველდღიურობაში დანერგვა საშუალებას გვაძლევს უკეთ ვაშენოთ ხანგრძლივი ურთიერთობები, ვაკონტროლოთ სამუშაოს მიმდინარეობა და მონაცემებზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები ისე, რომ ამავდროულად, „ციფრული თანამშრომლები“ თავს დაფასებულად გრძნობდნენ.

რატი წიკლაური

წყარო: www.businessinsider.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *