შემოგვიერთდით

7 ივლისს თელავში დასაქმების ფესტივალი ,,თელავი ჯობს” ჩატარდება

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით. პირველი რეგიონი სადაც აღნიშნული ღონისძიება ჩატარდება არის კახეთი.

თელავი ჯობს/Telove Jobs – 7 ივლისს, 16:00სთ-დან, თელავში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და კრედო ბანკთან პარტნიორობით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

ნადიკვრის პარკში, ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. თქვენ მოისმენთ წარმატებული ადამიანების გამოსვლებს კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება start up factory -ის წარმომადგენელი. ის ისაუბრებს სტარტაპების შექმნისა და განვითარების პროცესებზე.

,,თელავი ჯობსის” ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება გაგრძელდება 20:00სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება, დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ყველა, ვინც გადაწყვეტს ,,თელავი ჯობსზე” დასწრებას, თან უნდა იქონიოს რამდენიმე რეზიუმე, რომელსაც დამსაქმებელს წარუდგენს.

პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: ჟურნალი Entrepreneur Georgia, რადიო იმედი და www.hrhub.ge.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *