შემოგვიერთდით

8 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტო წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმს ჩაატარებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი 2017 წლის 8 დეკემბერს, სასტუმრო ბილტმორში (მისამართი: რუსთაველის გამზირი 29; შემოსასვლელი თაბუკაშვილის ქუჩიდან) ჩატარდება.
დასაქმების ფორუმი ერთდღიანია, ოფიციალური გახსნა 11.00 საათზეა დაგეგმილი. ფორუმს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის. ფორუმის მონაწილეებს, კი დამსაქმებლებთან შეხვედრა 12:00 დან 15:00 საათამდე შეეძლებათ.
სამუშაოს მაძიებლები უნდა დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე (www.ssa.gov.ge) განთავსებულ დასაქმების ფორუმის ლინკზე http://apps.ssa.gov.ge:4000/ 7 დეკემბრის 24.00სთ-მდე.
დასაქმების ფორუმის შესახებ SMS შეტყობინება 26 000 სამუშაოს მაძიებელს დაეგზავნა. დასაქმების ფორუმი, რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს საშუალებას მისცემს ადგილზე გაეცნონ და გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ექნებათ ორგანიზაციებს გააცნონ საკუთარი შესაძლებლობები. დღეის მდგომარეობით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 60-მდე დამსაქმებელი, წარმოდგენილი იქნება 400-მდე პოზიცია, 1000-ზე მეტი ვაკანსია. მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ აქტიურ ვაკანსიებს მომსახურების, საბანკო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო და სხვა სფეროებიდან.
წლის შემაჯამებელ დასაქმების ფორუმზე ბილტმორში დამსაქმებელი კომპანიები შემდეგ ვაკანსიებს წარმოადგენენ: პროექტის მენეჯერი, ოპერატორ-ტექნიკოსი, გაყიდვების მენეჯერი, ბუღალტერი, მაღაზიის მენეჯერი, ტექნიკოსი, ტრანსპორტის სპეციალისტი, ხაზინის სპეციალისტი, მარაგების მართვის უფროსი, უსაფრთხოების ადმინისტრატორი, შიდა აუდიტორი, საწყობის თანამშრომელი, IT სპეციალისტი, სექტორის მენეჯერი, მიმღები ოპერატორი, პერსონალური მენეჯერი, მონიტორინგის მენეჯერი, ფილიალის მენეჯერი, უფროსი პროგრამისტი, სატელეფონო ცენტრის სპეციალისტი, კურიერი, მძღოლი, ენერგეტიკოსი, მერჩენდაიზერი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამონაწილეობით და ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წელს 12 დასაქმების ფორუმი და 1 დასაქმების ფესტივალი ჩატარდა. მე-14 ფორუმი, კი რომელიც ბილტმორში ჩატარდება უშუალოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული. ფორუმი განკუთვნილია პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული კურსდამთავრებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემაში worknet.gov.ge -ზე დარეგისტირებული სამუშაოს მაძიებლებისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *