შემოგვიერთდით

8 დეკემბერს HR hub-ის ღონისძიება გაიმართა

HR hub-ის ღონისძიება 8 დეკემბერს 19:00 სასტუმრო Gallery Palace-ში (ინგოროყვას #5) გაიმართა. 

მენტორი იყო: ნინო ჯინჯოლავა

ნინოს აქვს 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე სხვადასხვა ბიზნეს და სამთავრობო სტრუქტურებში, მათ შორის 10 წელზე მეტი გამოცდილება HR მენეჯმენტში. 2003 წლიდან პარალელურად მუშაობს როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი ცვლილებების მართვის, ორგანიზაციული განვითარების და ანტიკრიზისული მენეჯმენტის მიმართულებით. ამჟამად ხელმძღვანელობს HR საკონსულტაციო ჯგუფს „HR პარტნერსსა“ და წამლის სატესტო ლაბორატორიას.

თემა: საქართველო სტერეოტიპების ქვეყანა – როგორ ვიპოვოთ ტალანტები საქართველოში?
განვიხილეთ რეკრუტინგის თანამედროვე ტენდენციები და ქართული რელობა, რეკრუტერის გამოწვევები, საზოგადოების როლი ტალანტების ძიების პროცესში, არის თუ არა „კადრები“ საქართველოში – თუ არის სად/როგორ ვეძებოთ და თუ არა რა მოვიმოქმედოთ?
შეხედრა იყო ინტერაქტიული და კოლეგიალური, გამოცდილების გაზიარების ფორმატით.

მეორე მოწვეული მენტორი იყო: ალექსი ჩიქოვანი

თემა: ბრენდი ჩვენი არსობისა

ალექსი ჩიქოვანი სტრატეგიული ბრენდინგ-სააგენტო Live-ის დირექტორია.  სააგენტო ეხმარება კომპანიებსორგანიზაციებს დამსაქმებლის ბრენდის კონცეფცია და საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნასა და აღსრულებაში. კერძოდ კი:

  • როგორი შევქმნათ კომპანიის, ორგანიზაციის დამსაქმებლის ბრენდი
  • დამსაქმებლის ბრენდის კონცეფცია და საკომუნიკაციო პლატფორმა;
  • საკომუნიკაციო და სამოქმედო სტრატეგია;
  • როგორ მუშაობს და რამდენად ეფექტურია დასაქმების (რეკრუტინგული) კამპანიები;
  • დამსაქმებლის ბრენდის კამპანიის ვიზუალური კონცეფცია და დიზაინი;
  • დამსაქმებლის ბრენდის კომუნიკაციის შინაარსის გამართვა და სწორი გზავნილები;
  • როგორ შევქმნათ ე.წ “ბრიფი” – რა სურს დამსაქმებელს? ე.ი დავალება სააგენტოს დამსაქმებლის ბრენდინგ კონცეფციისა და რეკრუტინგული კამპანიების შესაქმნელად;

“მოკლევადიანი პროექტების კეთების დროსაც კი, ყოველთვის სტრატეგიულ ხედვას ვეყრდნობით. იდეალურ შემთხვევაში ვაკეთებთ ბრენდის (დამსაქმებლის ბრენდი) სტრატეგიას, ანუ ბრენდის რაობას, რაც აისახება ბრენდის საკომუნიკაციო პლატფორმაში და შემდეგ ამ ბრენდის პლატფორმის აღსრულებაში. რაც არა მარტო კომუნიკაციაში აისახება, არამედ ბრენდის მფლობელის ყველა ქმედებაში.” – ალექსი ჩიქოვანი

 

HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!

HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია რადიო იმედი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *