შემოგვიერთდით

რა ცვლილებები შევა შრომის უსაფრთოების კანონში სექტემბრიდან?

შრომის უსაფრთხოების საკითხი ქვეყანაში კვლავ აქტუალურია.  Continue reading “რა ცვლილებები შევა შრომის უსაფრთოების კანონში სექტემბრიდან?”

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

დღეს,ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია ,,სამართლიანი შრომის უფლებებისთვის” გაიმართა.  Continue reading “ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა”

გაიცანით თბილისზე მზრუნველი სხვადასხვა პროფესიის ადამიანები

თბილისს ყოველდღიური შრომით ქმნიან ადამიანები, თბილისისთვის მშრომელი ადამიანები.
ისინი მრავალი წელია მუშაობენ თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურაში და კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
მათ არა აქვთ თანამდებობები, შრომობენ შეუმჩნევლად, გვხვდებიან ყველგან- ქუჩებში, დაწესებულებში, საბავშვო ბაღებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებში…
ჩვენ მათ ვესაუბრებით, ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციებში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და საკუთარ სიცოცხლეს.
და მაინც, ჩვენ მათ არ ვიცნობთ.
გაიცანით თბილისზე მზრუნველი ადამიანები, რომლებიც მაჯას უსინჯავენ ქალაქს…
მადლობა მათ მრავალწლიანი შრომისთვის!

#შრომობენთბილისისთვის

გურამ ბოჭორიშვილი
საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ მეეზოვე
ასაკი: 82 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი
ეთერ ილურიძე
საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ მეეზოვე
ასაკი: 65 წელი
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 11 წელი
საინტერესო ფაქტი მათ შესახებ: ისინი მეუღლეები არიან.
გივი მამულაშვილი
საქმიანობა: „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო სამსახურის ოსტატი
ასაკი: 82 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 60 წელი
ნინო ბერეგულკო
საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის ამწის მემანქანე
ასაკი: 64 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 19 წელი
მაია შერგელაშვილი
საქმიანობა: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშესაფრის ფერშალი
ასაკი: 50 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 4 წელი, სააგენტოს დაფუძნების დღიდან
მიხეილ ტარსაიძე
საქმიანობა: თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი ექიმი
ასაკი: 57 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 31 წელი
ჯუმბერ მერაბიშვილი
საქმიანობა: თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დეპო-გლდანის მანევრის მემანქანე
ასაკი: 73 წლის
მუნიციპალიტეტში მუშაობის სტაჟი: 43 წელი

რა ფუნქცია – მოვალეობები ექნებათ გოგო მაშველებს?

რა ფუნქცია ექნებათ გოგო მაშველებს, რომლებიც სანაპირო ზოლზე წელს პირველად გამოჩდნენ?

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე გოგო მაშველები გამოჩნდებიან.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პლაჟზე პატრულირება,
  • საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება,
  • პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.

გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან.

აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონზე 20-მდე გოგო მაშველი იქნება.

მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.

,,ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა” – ლიკა ნოზაძე

„ნიკორა” სუპერმარკეტების ქსელი წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 265 სავაჭრო ობიექტს.  Continue reading “,,ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა” – ლიკა ნოზაძე”

პრაიმის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ ოჯახს წინასააღდგომოდ საკვები და ტკბილეული ჩაუტანეს

პრაიმის ტრადიციული საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, პრაიმის თანამშრომლები ამჯერად კასპში, სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ. წინასააღდგომოდ მათ საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს.

გიორგი ლიკლიკაძე HRM ანალიტიკის ინოვაციური ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანას გეგმავს

ადამიანური რესურსების მართვის პროცესში მონაცემების ანალიზისა და ანალიტიკის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდება, რადგან ეს გვეხმარება ვიპოვოთ პასუხი, რაც შეიძლება მეტ გამოწვევაზე მომავლიდან. Continue reading “გიორგი ლიკლიკაძე HRM ანალიტიკის ინოვაციური ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანას გეგმავს”

HR hub-ის 19 აპრილის ღონისძიება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თემებს დაეთმობა

19 აპრილს, 19:00 სთ-ზე, Terminal • ტერმინალი-ში (აბაშიძის 34) ჩატარდება  HR hub-ის ღონისძიება, რომელიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თემებს დაეთმობა.  Continue reading “HR hub-ის 19 აპრილის ღონისძიება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თემებს დაეთმობა”

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას იწყებს

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი, UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება.  Continue reading “ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას იწყებს”

თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

“მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს. დღეს თიბისი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს.

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.

დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.

კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის!” – ნათქვამია განცხადებაში.