შემოგვიერთდით

„Certus“- ენდე შედეგს! კანდიდატთა კომპეტენციების დადასტურების სერვისი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ახალი პროექტი სახელწოდებით “Certus” დაიწყო.

„Certus“-ი კანდიდატთა შერჩევისა თუ კომპეტენციების დადასტურების სრული, კომპლექსური და მეთოდოლოგიურად გამართული სერვისია, რომელიც ამოწმებს კანდიდატების ცოდნას სხვადასხვა მიმართულებებით, კრძოდ:
  • უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული) ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ძირითადი სააზროვნო უნარები;
  • ქართული ენის ცოდნა და ფუნქციური წერა;
  • საკანცელარიო უნარები;
  • ემოციური და პრაქტიკული ინტელექტის შეფასება.
ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ცნობა/სერტიფიკატი.

პროექტის ფარგლებში პირველი შეთავაზება – ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირებაა, რომელიც 4 ნაწილისაგან შედგება:

  1. კითხვა, გრამატიკა და ლექსიკა (Reading and Use of English);
  2. მოსმენა (Listening);
  3. ლაპარაკი (Speaking) ;
  4. წერა (Writing)..

დეკემბრის თვეში მონაწილეებს ტესტის პირველი ნაწილის – კითხვა, გრამატიკა, ლექსიკა (Reading and Use of English) გავლა შეეძლებათ. ტესტის დანარჩენი 3 ნაწილის ჩაბარება 2018 წლიდან ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი.

ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო 5 დეკემბერს ცენტრის ვებგვერდზე: https://online.naec.ge/certus

 

პროექტი, ერთი მხრივ, ორგანიზაციების (კერძო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები და ა. შ.) მოთხოვნებისა და, მეორე მხრივ, საქმიანობისა თუ სწავლის გაგრძელების მსურველთა საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროექტის პრეზენტაცია ათეულობით ორგანიზაციისა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის 17 ნოემბერს გამართა. “Certus”-ის ფარგლებში გაცემულ სერტიფიკატს ნდობა უკვე გამოუცხადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიაუნიმ, საქართველოს ტექნიკურმა უნივრესიტეტმა, სდასუმ, ასევე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. კომპანიებმა: პე-ეს-პე, ჯიპიაი ჰოლდინგი, ირაო, რედისონი, ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი, ვითიბი ბანკი. დღეისათვის პროექტში ჩართვით დაინტერესებულია კიდევ 20-მდე ორგანიზაცია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ელ.ფოსტა: s.vachnadze@naec.ge

ტელ: +995 598 441388

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *