შემოგვიერთდით

HR ბიზნეს სამიტს “ნიკორას” HR გუნდი დაესწრება

HR ბიზნეს სამიტზე კოპანიები HR გუნდებით გვიერთდებიან.

გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ამ კომპანიების გუნდები. გთავაზობთ “ნიკორა ტრეიდის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თამარ კელენჯერიძის ინტერვიუს.
HR hub: რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი HR გუნდი?

„ნიკორა ტრეიდის“ HR გუნდში საქართველოს მაშტაბით 19 ადამიანი ვართ

HR hub: როგორ დაახასიათებდით სამი სიტყვით თქვენს გუნდს?

პროფესიონალი, კრეატიული, დინამიკური

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ HR ბიზნეს სამიტზე დასწრება?

ჩვენ ზოგადად ხშირად ვესწრებით HR ჰაბის ღონისძიებებს, როგორც ინფორმაციის გაცვლის და პროფესიული update-ის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას, სადაც იზიარებ და უზიარებ გამოცდილებას, ეცნობი ახალ კოლეგებს, სვამ კითხვებს და ისმენ პასუხებს სხვადასხვა პერსპექტივიდან, რაც ძალიან მიშვნელოვანია პროფესიული ზრდისთვის და განვითარებისთვის; სამიტზეც სწორედ იგივე მიზეზით გადავწყვიტეთ დასწრება, რომელიც მასშტაბით უფრო დიდია და სპიკერებიც და თემებიც მეტად მრავალფეროვანი.

HR hub: რას ელით ღონისძიებისგან?

ინსპირაციებს, იდეებს, სასარგებლო ინფორმაციას და საინტერესო ადამიანებს

ღონისძიების გენერალური სპონსორია აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO.

მხარდამჭერები არიანალდაგირეგუსიპეპსიკოFood Management Groupმეღვინეობა ხარებანატახტარიანემონელურჯი ოკეანეპალიტრა მედია ჰოლდინგი.

მედია პარტნიორები: HRhub.geipnbpnambebi.ge და რადიო იმედი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *