შემოგვიერთდით

HR სფეროს მომავალი თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციაა

HR მენეჯერებმა რაც შეიძლება მალე უნდა გაიაზრონ რას უნდა ელოდოს დასაქმების სფერო ტექნოლოგიური პროგრესისგან. ეს ის თემებია, რომელზეც HR-ებმა Purple Cube-ს დებატებზე იმსჯელეს. აღნიშნული ივენთი ემსახურებოდა HR-ის როლის გააზრებას ტექნოლოგიური გამოწვევების ერაში.

შაიან ჰარინგტონი, HR Magazine-ის ყოფილი რედაქტორი და დიდ ბრიტანეთში ცნობილი ექსპერტი, მიიჩნევს, რომ HR-ები საკუთარ პროფესიას ხშირად ბევრი მსოფლიო მასშტაბის გამოწვევისგან დამოუკიდებლად ხედავენ, თითქოს თანამედროვე ტრენდებს მათ საქმეზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ.

 „მიუხედავად მათი თავდაჯერებულობისა, ტექნოლოგიების თვალსაზრისით HR-ებს უამრავი რამ აქვთ სასწავლი, განსაკუთრებით კი ეს დიდ ბრიტანეთს ეხება. ჩვენთან ამ თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია, მაშინ როცა ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტი კომუნიკაციის გასამარტივებლად „Whatsapp”-ს იყენებენ.“ – აცხადებს ჰარინგტონი.

ექსპერტის აზრით HR პროფესიონალებმა უკვე დღეს უნდა იფიქრონ იმაზე, რასაც ტექნოლოგიური პროგრესი მომავალში მოიტანს. „ვფიქრობ, ეს სფერო ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად ძალიან შეიცვლება. რეალურად ჩვენ დიდი რევოლუციის წინაშე ვდგავართ და ის, ვინც ამის გააზრებას ვერ მაოხერხებს, კონკურენტებს მკვეთრად ჩამორჩება. ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროში იქნება გამოყენებული, ამიტომ მშვიდად და კომფორტულად ყოფნა არცერთი სფეროს პროფესიონალისთვის იქნება მომგებიანი.“ – წერს ექსპერტი.

HR-ის როლი მომავალში იმდენადვე იქნება ხელოვნური ინტელექტის მართვასთან დაკავშირებული, როგორც დღეს ეს ადამიანურ რესურსებს ეხება. HR-ების უშუალო საქმე ტექნოლოგიასა და ადამიანს შორის ერთგვრი მედიატორის როლის თამაში და მათი შესაძლებლობების შესაფერის დავალებებზე განაწილება იქნება.

რაც მთავარია, ავტომატიზაცია, რომელსაც მთლიანად რობოტები წაიღებენ, ადამიანებისთვის ახალი, უფრო ჰუმანური ტიპის სამუშაოების რაოდენობას გაზრდის. მაშინ, როცა რუტინას ხელოვნური ინტელექტი იკისრებს, ადამიანების უშუალო საქმიანობა კრიკიტული აზროვნება, კრეატივი და ემპათიასთან ან სხვა ადამიანურ მახასიათებლებთან დაკავშირებული ქმედებები იქნება. მაგალითად, ჰოსპიტალიზაციის სფეროში, ხელოვნური ინტელექტი იმავე შედეგს ვერ მიაღწევს, რასაც ადამიანური რესურსი.

პიროვნული განვიტარების ექსპერტის შონ უილერის აზრით, HR-ების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ასევე იქნება ახალბედა თანამშრომლების იმგვარად განვითარება, რომ მათ შეეძლოთ კლიენტებთან სწორად და რაც მთავარია „ადამიანურად“ ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ მილენიალები, რომლებიც ჯერჯერობით ყველაზე ახალგაზრდა სამუშაო ძალად ითვლებიან, ვირტუალურ ურთიერთობებს უფრო არიან მიჩვეულნი, ვიდრე რეალურს, ამიტომ საჭირო იქნება მათი დატრენინგება კლიენტებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რადგან ეს ის სფეროა, რაშიც ხელოვნური ინტელექტი ყველაზე ბოლოს ჩაერევა.

ამასთან, ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად საჭირო გახდება თანამშრომლებისთვის ადამიანური ურთიერთობების უნარების განვითარება. მაგალითად, რიგ კომპანიებში უკვე ტრადიციად აყალიბებენ გარკვეულ დღეებში მთლიანი ოფისის მასშტაბით მეილის გამორთვას ან უბრალოდ ერთმანეთთან რეალურ საუბარსა და ურთიერთობების გაუმჯობესებას.

რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს თანამშრომლებს ბავშვებივით არ უნდა მოვექცეთ. მას შემდეგ, რაც ადამიანური კაპიტალი რუტინულ და ავტომატიზებულ საქმეებს ჩამოშორდება, ოფისში 8 საათიანი ჯდომის რეჟიმის არსებობაც გაუგებარი გახდება. კრიტიკული აზროვნება და კრეატიულობა ოფისში ყოფნასაც არ მოითხოვს, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ სამუშაოს გრაფიკები და კონტრაქტებიც ასე თუ ისე შეიცვლება.

რატი წიკლაური

წყარო: hrmagazine.co.uk

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *