შემოგვიერთდით

HR hub ახალ ოფისში გადავიდა

ინოვაციური ჰაბი HR სფეროში, ახალ ოფისში გადავიდა.

HR hub-ის სამუშაო სივრცე „რეგუსში“ მდებარეობს (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული). აქ ჩვენი, კიდევ ერთი პროექტის  www.studentjob.ge -ის თანამშრომლებიც იმუშავებენ.

ვფიქრობთ, რომ ოფისი კომპანიის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენი თანამშრომლები აქ თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. „რეგუსი“ საუკეთესო სამუშაო სივრცეა, სადაც დაღლილობის გარეშე შესაძლებელია “დიდ იდეებზე” ფიქრი.

„რეგუსი”-ის ოფისის  დიზაინი მაქსიმალურ კომფორტულ და მყუდრო გარემოს ქმნის. აქ არის სრულად მოწყობილი ოფისი, ბიზნეს „ლაუნჯი“ და კაფე, შეხვედრების ოთახი, საერთო სამუშაო სივრცე, ვირტუალური ოფისი, ვიდეო საკონფერენციო სივრცე.

„რეგუსი“ სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისშიც გამოჩნდა. მისი მომსახურებით მსოფლიოს 120 ქვეყანაში ისეთი კომპანიები სარგებლობენ, როგორებიცაა Google, Microsoft, Linked In, Facebook, Amazon, Uber.

„რეგუსის“ თბილისის ფილიალში, კი ისეთი კომპანიების ოფისებია, როგორიცაა მაგალითად H&M, Master Card და სხვა ცნობილი ბრენდები.

აქ კომფორტული  და იდეალური სამუშაო გარემოა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *