შემოგვიერთდით

HR hub და სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE თანამშრომლობას იწყებენ

HR hub და  სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE დამეგობრდნენ და დამსაქმებლის ბრენდინგის ნაწილში თანამშრომლობას იწყებენ. შედეგად საქართველოში პირველი ნაბიჯები გადაიდგმება კომპანიებისა და ორგანიზაციების დამსაქმებლის ბრენდის კონცეფციის შემუშავებისა და აღსრულების მიმართულებით.

დასაქმების ბაზარი თანდათან უფრო კონკურენტული ხდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლებმა შექმნან მათი დამსაქმებლის ბრენდი და განავითარონ ის. HR ბრენდინგი დღეს ყველაზე აქტუალურია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში, რაც ინოვაციურ და შემოქმედებით მიდგომას საჭიროებს, რათა დამსაქმებელმა დაამტკიცოს, რომ სწორედ მისი კომპანია თუ ორგანიზაციაა – “საუკეთესო ადგილი სამუშაოდ” (The best place to work).

ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს დამსაქმებლის ბრენდის კონცეფციის შექმნასა და განვითარებაში დავეხამროთ.  ამასთანავე, შევქმნათ ინოვაციური, შემოქმედებითი, შედეგიანი დაქირავების (recruitment) კამპანიები, რომლებიც  კომპანიებს დაეხმარება სწორ კომუნიკაციასა (როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ) და საუკეთესო ტალანტების მოზიდვაში.

ბრენდინგის პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს არა მარტო კომპანიის და ორგანიზაციის  იმიჯის ფორმირებას, არამედ მისი რეპუტაციის, როგორც მართლაც კარგი დამსაქმებლის  შექმნას.

ჩვენ ვქმნით:

  1. კომპანიის და ორგანიზაციის დამსაქმებლის ბრენდის კონცეფციას და საკომუნიკაციო პლატფორმას;
  2. საკომუნიკაციო და სამოქმედო სტრატეგიას;
  3. დასაქმების (რეკრუტინგულ) კამპანიებს;
  4. დამსაქმებლის ბრენდის კამპანიის ვიზუალურ კონცეფციას და დიზაინს;
  5. დამსაქმებლის ბრენდის კომუნიკაციის შინაარსის გამართვას და სწორ გზავნილებს.

HR hub-ის, HR კონსულტატებისა და LIVE -ის თანამშრომლებისგან შედგენილი ერთობლივი სამუშაო გუნდი ჩვენს ბაზარზე საინტერესო პროექტების შექმნასა და განხორციელებას გეგმავს. ჩვენ დაგეხმარებით შექმნათ ტალანტებისთვის მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდი.

დაგვიკავშირდით: alex@live.com.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *