შემოგვიერთდით

HR hub-ის მენტორი: თამუნა ჩიჩუა

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub ოქტომბრიდან რიგით მეოთხე 2018-2019 წლის სეზონს  იწყებს.

HR hub-ის ღონისძიება 25 ოქტომბერს 18:00 King David -ში გაიმართება. სეზონის პირველი ღონისძიების მენტორია თამუნა ჩიჩუა:

  • ფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის (Erickson International) სერტიფიცირებული ქოუჩი
  • CEQP Six Seconds-ის ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი
  • 20 წელია მუშაობს ბიზნესის სფეროში, აქედან 12 წელი ტოპ-მენეჯერის პოზიციაზე
  • კომპანია “გროუინის” თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
  • საქართველოს ქოუჩინგის ასოციაციის თანა-დამფუძნებელი და პრეზიდენტი
  • კვლევითი საკონსულტაციო კომპანია “ეისითი ყაზახეთის” თანადამფუძნებელი და პარტნიორი
  • მარკეტინგული კვლევების ექსპერტი, კონსულტანტი საქართველოსა და ყაზახეთში
  • მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში

ის გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით თქვენთან შესახვედრად ემზადება.

თემა: ემპათია ორგანიზაციაში – როგორ ვითანამშრომლოთ ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებთან

HR hub-ის შეხვედრებზე ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები. HR hub–ს დღეისთვის 450-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება  სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.

HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია “რადიო იმედი” (105.9).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *