შემოგვიერთდით

HR hub-ის მენტორი: თეა ნიკოლაშვილი

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ღონისძიება 29 მარტს 19:00სთ-ზე სასტუმრო Best Western Tbilisi Art Hotel– ში გაიმართება.

HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება.

ღონისძიების პირველი ნაწილის მენტორი იქნება თეა ნიკოლაშვილი

მენტორის შესახებ:

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კარიერული საჯარო მოხელე 14 წლიანი გამოცდილებით. ამჟამად ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტის შედეგად ჩამოყალიბებული სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორი.

8 წლიანი გამოცდილება სასწავლო-საკონსულტაციო  სფეროში. მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგების გაძღოლის და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. მიწვეული ლექტორი, ტრენერი, კონსულტანტი სხადასხვა ორგანიზაციებში.

ძირითადი საკითხები – მენეჯმენტი, ორგანიზაციის მართვა და განვითარება, ადამიანური კაპიტალის მართვა.

თემა: კონფლიქტური სიტუაციების რეგულირება,  ორგანიზაციის მართვის კონტექსტში

შეხვედრის განმავლობაში განიხილება კონფლიქტური სიტუაციები და მისი მოგვარების გზები, ორგანიზაციის მართვის კონტექსტში.

ვისაუბრებთ კონფლიქტური სიტუაციების ჩამოყალიბების მიზეზებზე – როგორც ინდივიდუალურ, ასევე ორგანიზაციულ დონეზე; კონფლიქტური სიტუაციების  პრევენციის და მოგვარების ხერხებზე; ორგანიზაციული განვითარების ხედვის არსებობის მნიშვნელობაზე .

განვიხილავთ განსხვავებულ პერსპერქტივებსა და აღქმებთან დაკავშირებულ ასპექტებს, ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დამოკიდებულებების და პოზიციების მნიშვნელობას კონფლიქტური სიტუაციებისა და ადამიანური კაპიტალის რაციონალურად მართვის პროცესში.

HR hub-ის შესახებ

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძ₾იათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu

HR hub-ში 500 – ზე მეტი HR მენეჯერია გაწევრიანებული.

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *