შემოგვიერთდით

HR hub-ის მენტორი: თეონა ბაღათურია

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub ოქტომბრიდან რიგით მესამე 2017-2018 წლის სეზონს  იწყებს.

HR hub-ის ღონისძიება 5 ოქტომბერს 19:00 სასტუმრო იოტაში გაიმართება. სეზონის პირველი ღონისძიების მენტორია თეონა ბაღათურია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის HR დირექტორი. ის გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით თქვენთან შესახვედრად ემზადება.

2014 წლიდან დღემდე თეონა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის HR დირექტორია. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი არის საქართველოში ერთადერთი კერძო საინვესტიციო ფონდი 6 მილიარდი აშშ დოლარის პორტფელით 4 სტრატეგიული მიმართულებისათვის (ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა & ლოგისტიკა, წარმოება/მძიმე მრეწველობა).

2010 წლიდან 2014 წლამდე იყო ღვინის მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების “შატო მუხრანი”-ს და “GWS”-ის HRდა კორპორატიული საკითხების დირექტორი.

აქვს 7 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision International in Georgia-ს ცენტრალიზებული ადმინისტრაციის მენეჯერის პოზიციაზე. უკვე წლებია კონსულტანტია ორგანიზაციის განვითარების და კულტურული განსხვავებების ადაპტაციის საკითხებში პოსტ-საბჭოთა კავშირის ქვეყნების სტარტ-აპ კომპანიებისათვის ნიდერლანდებში.

განათლება

თეონა ბაღათურია ფლობს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის (MSc) ხარისხს ლივერპულის უნივერსიტეტიდან გლობალური ადამიანური რესურსების მართვაში და ბაკალავრის ხარისხს დასავლეთ ევროპულ ენებსა და ლიტერატურაში ანგლისტიკის მიმართულებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

თემა: კომპენსაციები და ბენეფიტები

  • კომპენსაციებისა და ბენეფიტების სისტემა კომპანიებში
  • კ/ბ მოქმედი მოდელები და მათი ანალიზი
  • სფეროზე მორგებული კ/ბ სისტემა
  • პერსონალისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა და მათი აღიარება
  • წახალისება და დაჯილდოება
  • ხელფასების მატების პრინციპები
  • ბონუსების სისტემა – მოდელები

HR hub-ის შეხვედრებზე ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები. HR hub–ს დღეისთვის 450-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება  სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.

HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია “რადიო იმედი” (105.9).

გელოდებით ინოვაციურ, მეგობრულ, პროფესიულ, საინტერესო ღონისძიებაზე!

ჩვენ ერთად ვქმნით ყველზე ინოვაციურ ჰაბს HR სფეროში. მადლობა ურთიერთობისთვის!

სიყვარულით

HR hub-ს გუნდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *