შემოგვიერთდით

HR hub-ის ღონისძიება 4 ნოემბერს გაიმართება

4 ნოემბერს  HR hub-ის ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მრავაფუნქციურ კომპლექსში  გაიმართება.

მოწვეული მენტორია: თიკა შარაძენიძე

თიკა BP-ის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერია. მას დამთავრებული აქვს The Nottingham Trent University. BP-ში მუშაობა როგორც მრჩეველმა და ექსპერტმა 2010 წლიდან დაიწყო. 2014 წლიდან კი HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

თემა: მოტივაცია BP-ში

BP საერთაშორისო კომპანიაა. საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისა და მისი მოსახლეობისათვის მსოფლიო კლასის ენერგოტრანსპორტირებისა და საწვავის მიწოდების საქმიანობით.

მოწვეული მენტორია: ანი გაგუა

ანი გაგუა არის HR პროფესიონალი, რომელიც 10 წელზე მეტია მუშაობს კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მიმართულებით. მიმდინარედ კომპანია “საგა იმპექსის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობს და ასევე ევროკავშირის პროექტის ტრეინინგ ექსპერტია.

თემა: გუნდის შეკვრის (Team Building) ტრეინინგის მრავალმხრივი გამოყენება – შერჩევიდან განვითარებამდე.

HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება.

გასაქანი მივეცით ფანტაზიას და HR hub-ში მენტორების საინტერესო, პროფესიული გამოსვლების შემდეგ ღონისძიების მეორე ნაწილი HR-ულ სპორტულ თავგადასავალს, კარტინგის ჩემპიონატს დაეთმობა, რომელშიც მონაწილეობას კარტინგის მოყვარული HR მენეჯერები მიიღებენ!

HR hub-ის შესახებ

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

ღონისძიებაზე დასწრებ შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძ₾იათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *