შემოგვიერთდით

HR hub-ის მენტორი: ლაშა ბოკუჩავა

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ღონისძიება 24 თებერვალს, 11:00სთ-ზე სასტუმრო Hotel Coste -ში (კოსტავას ქუჩა 45ა)  გაიმართება. ღონისძიების მენტორია ლაშა ბოკუჩავა, „ეისითის“ მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თემა: როგორ ეხმარებათ HR მენეჯერებს ორგანიზაციული ქსელური ანალიზი? (Organizational Network Analysis – ONA).

თემის მოკლე აღწერა:

ადამიანები, ორგანიზაციები და სახელმწიფოები ყოველდღიურად ცვლიან უამრავ ინფორმაციას. მათი კავშირები ქმნის ერთი შეხედვით ქაოტურ ქსელს. ქსელური ანალიზი იყენებს ვიზუალიზაციის, მათემატიკური ანალიზის, სტატისტიკისა და მოდელირების მეთოდების კომბინაციას, რათა უკეთესად შევძლოთ ქსელის მუშაობის ფარული მექანიზმის დანახვა.

ორგანიზაციის შიგნით, ადამიანების საქმიანი ურთიერთობა, ხშირად არ ემთხვევა ორგანიზაციული სტრუქტურით განსაზღვულ იერარქიას. სწორედ არაფორმალურ ურთიერთობებს იყენებენ თანამშრომლები, რათა უკეთესად შეძლონ თავიანთი სამუშაოს შესრულება, უფრო სწრაფად მიწვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა თუ კომპეტენციის ცენტრებს. მსგავსი კავშირების ანალიზი, გვეხმარება ხელი შევუწყოთ ისეთ პროცესებს როგორიცაა:

  • ცვლილებების მენეჯმენტი
  • სტრუქტურული ერთეულების ეფექტური შერწყმა ან ფუნქციური გაფართოება
  • ეფექტური პროექტული და თემატური ჯგუფების ფორმირება
  • ტალანტების მენეჯმენტი
  • ცოდნის მენეჯმენტი
  • ფარული ლიდერების გამოვლენა
  • საინფორმაციო ნაკადების მართვა
  • გადაწყვეტილებების მიღება
  • ურთიერთობები და კავშირი ადამიანებსა და კომპანიას შორის და ა.შ.

HR hub-ის შეხვედრებზე ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები.

HR hub–ს დღეისთვის 500-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება  სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.

HR hub-ის ღონისძიებების მხარდამჭერი: “რეგუსი”

მედია მხარდამჭერი: “რადიო იმედი” (105.9).

გელოდებით ინოვაციურ, მეგობრულ, პროფესიულ, საინტერესო ღონისძიებაზე!

ჩვენ ერთად ვქმნით ყველზე ინოვაციურ ჰაბს HR სფეროში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *