შემოგვიერთდით

HR hub-ის მენტორი: ნინო ჯინჯოლავა

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ღონისძიება 8 დეკემბერს 19:00 სასტუმრო Gallery Palace-ში (ინგოროყვას #5) გაიმართება. ღონისძიების მენტორია ნინო ჯინჯოლავა, რომელსაც აქვს 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე სხვადასხვა ბიზნეს და სამთავრობო სტრუქტურებში, მათ შორის 10 წელზე მეტი გამოცდილება HR მენეჯმენტში. 2003 წლიდან პარალელურად მუშაობს როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი ცვლილებების მართვის, ორგანიზაციული განვითარების და ანტიკრიზისული მენეჯმენტის მიმართულებით. ამჟამად ხელმძღვანელობს HR საკონსულტაციო ჯგუფს „HR პარტნერსსა“ და წამლის სატესტო ლაბორატორიას.

თემა: საქართველო სტერეოტიპების ქვეყანა – როგორ ვიპოვოთ ტალანტები საქართველოში?
განხილული იქნება რეკრუტინგის თანამედროვე ტენდენციები და ქართული რელობა, რეკრუტერის გამოწვევები, საზოგადოების როლი ტალანტების ძიების პროცესში, არის თუ არა „კადრები“ საქართველოში – თუ არის სად/როგორ ვეძებოთ და თუ არა რა მოვიმოქმედოთ?
შეხედრა იქნება ინტერაქტიული და კოლეგიალური, გამოცდილების გაზიარების ფორმატით.

  • თანამშრომლების შერჩევის სტრატეგია
  • ეფექტური რეკრუტმენტის დანიშნულება ორგანიზაციაში
  • რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები
  • გასაუბრების ჩატარების ტიპები და სტრატეგიები
  • სამუშაოს აღწერილობა (ჯობ დისკრიფშენი)
  • ახალი თანამშრომლის სოციალიზაციის პროცესი

HR hub-ის შეხვედრებზე ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები. HR hub–ს დღეისთვის 500-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება  სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.

HR hub-ის ღონისძიებების მედია მხარდამჭერია “რადიო იმედი” (105.9).

გელოდებით ინოვაციურ, მეგობრულ, პროფესიულ, საინტერესო ღონისძიებაზე!

ჩვენ ერთად ვქმნით ყველზე ინოვაციურ ჰაბს HR სფეროში. მადლობა ურთიერთობისთვის!

სიყვარულით

HR hub-ს გუნდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *