შემოგვიერთდით

HR hub – ის რიგით მეექვსე ღონისძიება 23 აპრილს გაიმართა

23 აპრილს  HR hub – ში  ოფიციალური წევრებისთვის რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა და მას სასტუმრო “ციტრუსმა”  უმასპინძლა.

მოწვეული მენტორები იყვნენ:

1. ნინა ბართაია – აჭარა ჯგუფის  HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “HR – ის როლი კომპანიის წარმატებაში”.
 2. ზურა მხეიძე – ფსიქოლოგი. თემა: “სტრესის გამომწვევი მიზეზები ორგანიზაციაში”.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ასევე ხდება გამოცდილების, საინტერესო ქეისების  და იდეების გაზიარება.
HR hub – ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ წევრებისთვის არის შესაძლებელი.
სტატიის მომზადების თარიღი: 25 აპრილი 2016

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *