შემოგვიერთდით

HR hub-ის სპიკერია – ნინო ფეიქრიშვილი

HR hub-ის ღონისძიება 29 ნოემბერს  19:00სთ-ზე Best Western Tbilisi Art Hotel-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე მოეწყობა პანელ დისკუსია თემაზე პერსონალის განვითება. მოწვეულია 3 სპიკერი. ერთ-ერთი მათგანია პალიტრა მედია ჰოლდინგის HR დეპარტამენტის დირექტორი ნინო ფეიქრიშვილი.

ნინო არის ფსიქოლოგი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. აქვს 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე 3 წლიანი აკადემიური სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტში.

ნინო ისაუბრებს თემაზე: PD Card – პერსონალის განვითარების ბარათი.

HR hub-ის ღონისძიებებზე დასწრება მხოლოდ ჰაბის ოფიციალური წევრებისთვისაა შესაძლებელი.

თუ HR-ში მუშაობის 2 წლიანი და მეტი გამოცდილება გაქვთ,  სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით  შემოგვიერთდით.

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის მთავარი მხარდამჭერია პალიტრა მედია ჰოლდინგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *