შემოგვიერთდით

HR hub-ის ღონისძიება 24 თებერვალს სასტუმრო “Hotel Coste”-ში გაიმართა

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ღონისძიება 24 თებერვალს, 11:00სთ-ზე სასტუმრო Hotel Coste -ში გაიმართა.

ღონისძიების პირველი მენტორი იყო ოთო ტაბატაძე:

ოთოს HR-ში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება აქვს. ოთო 2002 წლიდან მუშაობდა კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის სხვადასხვა სფეროში. ყველაზე ხანგრძლივად კერძო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის აღმასრულებელ პოზიციებზე. ის გახლავთ კომპანია ,,ოლსაიდერ”-ის დამფუძნებელი და საერთაშორისო კომპანია “პალატაინ”-ის წარმომადგენელი საქართველოში.

თემა: ხელიდან გაშვებული ტალანტები

თემის აღწერა:

ღონისძიების მონაწილეებმა ინტერაქციულ ფორმატში განხილეს ქართული და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო კომპანიების ქეისები, ადამიანური რესურსების მართვის პროცესები და მათი შედეგები პრაქტიკაში.

მენტორმა და HR hub-ის წევრებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა აძლევს მოტივაციას თანამედროვე ადამიანს. განიხილეს წარმატებულად მიჩნეული სამოტივაციო სისტემების პრაქტიკაში მუშაობის ხარვეზები, კომპანიის სტრატეგიული მიზნების თანხვედრა ადამიანების მართვის პრაქტიკასთან და ტრადიციული კორპორატიული რიტუალების გავლენა სწრაფად განვითარებად კომპანიებზე.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 4 ქეისი: 2 წარმატებული და 2 წარუმატებელი კომპანიების მაგალითები. მათ შორის ერთი ქეისი განხილეს გუნდური მუშაობის ფორმატში.

HR hub ყოველთვის ცდილობს თქვენი აზრი გაითვალისწინოს და შევეცადეთ მაქსიმალურად პრაქტიკაზე ორიენტირებული ღონისძიება შემოგთავაზოთ.

HR hub-ის მეორე მენტორი იყო ლაშა ბოკუჩავა:

ლაშა ბოკუჩავა გამოცდილი კვლევითი კონსულტანტია, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა: ACT, CRRC, PMCG, საქსტატი, ქორსოფთი და ოქსფამი. უშუალოდ მისი ჩართულობით განხორციელდა 400-ზე მეტი პროექტი. გარდა კვლევითი სფეროსი, მის საკურატორო სფეროს წლების განმავლობაში წარმოადგენდა პროგრამული უზრუნველყოფების დანერგვა, მათ შორის HR-ის მიმართულებით. ყოველივე ამასთან ერთად, ლაშა აქტიურად არის დაკავებული საგანმანათლებლო საქმიანობით და ჩატარებული აქვს არაერთი კორპორატიული ტრენინგი თუ სალექციო კურსი. მისი საქმიანობა მუდმივად დაკავშირებულია ახალ გამოწვევებთან. ქსელური ანალიზი და ბიზნეს ანალიტიკა (Big Data-თან ერთად), სწორედ ის პროდუქტებია, რომლის განვითარება ეისითიმ ლაშას მიანდო.

ლაშა ბოკუჩავა „ეისითის“ მონაცემთა ანალიზისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

თემა: როგორ ეხმარებათ HR მენეჯერებს ორგანიზაციული ქსელური ანალიზი? (Organizational Network Analysis – ONA).

თემის აღწერა:

ადამიანები, ორგანიზაციები და სახელმწიფოები ყოველდღიურად ცვლიან უამრავ ინფორმაციას. მათი კავშირები ქმნის ერთი შეხედვით ქაოტურ ქსელს. ქსელური ანალიზი იყენებს ვიზუალიზაციის, მათემატიკური ანალიზის, სტატისტიკისა და მოდელირების მეთოდების კომბინაციას, რათა უკეთესად შევძლოთ ქსელის მუშაობის ფარული მექანიზმის დანახვა.

ორგანიზაციის შიგნით, ადამიანების საქმიანი ურთიერთობა, ხშირად არ ემთხვევა ორგანიზაციული სტრუქტურით განსაზღვულ იერარქიას. სწორედ არაფორმალურ ურთიერთობებს იყენებენ თანამშრომლები, რათა უკეთესად შეძლონ თავიანთი სამუშაოს შესრულება, უფრო სწრაფად მიწვდნენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა თუ კომპეტენციის ცენტრებს. მსგავსი კავშირების ანალიზი, გვეხმარება ხელი შევუწყოთ ისეთ პროცესებს როგორიცაა:

  • ცვლილებების მენეჯმენტი
  • სტრუქტურული ერთეულების ეფექტური შერწყმა ან ფუნქციური გაფართოება
  • ეფექტური პროექტული და თემატური ჯგუფების ფორმირება
  • ტალანტების მენეჯმენტი
  • ცოდნის მენეჯმენტი
  • ფარული ლიდერების გამოვლენა
  • საინფორმაციო ნაკადების მართვა
  • გადაწყვეტილებების მიღება
  • ურთიერთობები და კავშირი ადამიანებსა და კომპანიას შორის და ა.შ.

ყველას, ვისაც აინტერესებს გაიხედოს ორგანიზაციის ფორმალური სტრუქტურის მიღმა და რეალურად გაიგოს თუ როგორ მუშაობს მისი კომპანია, პასუხები შეუძლია იპოვოს ქსელურ ანალიზში.

HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა.

HR hub-ის შესახებ

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu

წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!

HR hub-ის მხარდამჭერია “რეგუსი“.

მედია პარტნიორია რადიო იმედი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *