შემოგვიერთდით

HR hub-ის ღონისძიება 25 იანვარს სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართება

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ღონისძიება 25 იანვარს 19:00 სასტუმრო ციტრუსში (9 აპრილის ქუჩა #3) გაიმართება.

ღონისძიების მენტორია ნინო ოხანაშვილი, რომელსაც აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება როგორც წამყვან ქართულ კომპანიებში, ასევე საკუთარ ბიზნესებში. იგი არის ადამიანური რესურსის მართვის ექსპერტი და ტრენერი 10+ წლიანი გამოცდილებით.

“რწმენა არის პირველი ნაბიჯის გადადგმა, როცა კიბეს ვერ ხედავ.” – ნინო ოხანაშვილი

ნინოს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა – MBA, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს და ასევე არის ცვლილებების მართვის სერტიფიცირებული (Prosci) პროფესიონალი.

თემა: ყველაფერი ხელფასების შესახებ

1 საათი დაეთმობა მენტორის პრეზენტაციას, ხოლო მეორე საათი გუნდური მუშაოებისა და მეტი დისკუსიისთვის იქნება განკუთვნილი. HR hub-ის წევრებს, რომლებიც ღონისძიებებს დაესწრებიან, წინასწარ ან ადგილზე გადაეცემათ ქეისი კონკრეტულ თემაზე. მისი დამუშავება და განხილვა უშუალოდ სამუშაო შეხვედრის დროს მოხდება. იქნება HR hub-ის წევრებს შორის კომუნიკაცია, გამოცდილების გაზიარებასა და დისკუსიას საინტერესო თემებზე.

ღონისძიების მეორე მენტორია გრიგოლ სიდამონიძე:

გრიგოლი BDO აკადემიის ლექტორია. არის სამართლის მაგისტრი. აქვს 8 წლიანი გამოცდილებით სამოქალაქო და ადმინაისტრაციულ სამართალში. 5 წლიანი გამოცდილება კი პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და შრომის – სამართლებრივი რეკომენდაციებისა და სისტემების შემუშავება/მართვის მიმართულებით.

თემა: ხელფასებისა და კომპენსაციების სამართლებრივი მხარე

HR hub – ის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსაკუთრებული იქნება. ამაზე მეტყველებს ის სიურპრიზები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება.

HR hub-ის შესახებ

HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.

HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრი HR პროფესიონალები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძ₾იათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu

ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
გელოდებით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *