შემოგვიერთდით

HR hub-ის მარტის ღონისძიება HR-ულ შეცდომებს დაეთმობა

HR hub-ის ღონისძიება 28 მარტს, 19:30, King David-ში Sky Hall -ში გაიმართება.

ღონისძიება დაეთმობა HR-ში ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს. გვეყოლება რამდენიმე სპიკერი, რომლებიც თავის შეცდომებზე ისაუბრებენ და გაგიზიარებენ გამოცდილებას, როგორ შეძლეს სირთულეების, გამოწვევების გადალახვა და შეცდომების გარდაქმნა პოზიტიური მიმართულებით.

ჰაბის ღონისძიებების კონცეფცია, გამოცდილების გაზიარებას ეფუძნება. შეცდომები კი სწორედ ის არის, რაზეც ვსწავლობთ და ვვითარდებით.

HR hub – ში გვეყოლება სპიკერები, რომელებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემას.

I სპიკერი:

ლიკა ნოზაძე
“ნიკორა სუპერმარკეტის” HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თემა: HR bloopers

– მოტივაცია vs გამოცდილება
– დელეგირების შიში vs გუნდური მუშაობა
– Blind eye vs Managerial decision making

II სპიკერი:

ანი გაგუა
Aptos-ის ორგანიზაციული განვითარებისა და HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თემა: Fail, Fail again, Fail better

აქცენტები:

– სირთულეებისგან გაქცევა
– ზედმეტი ორიენტირება ტოპ მენეჯმენტის მოთხოვნებზე
– რეკრუტინგის დროს გაუცნობიერებელი სუბიექტური გადაწყვეტილებები
– თანამშრომლების გაშვების გადაწყვეტილების დაგვიანება
– თანამშრომლების გაშვება მათი განვითარების ნაცვლად
– ტრეინინგები, რომლებსაც არ მოაქვს შედეგები
– შეფასება, რომელიც არ ზომავს შედეგებს

III სპიკერი:

ქრისტინე ჩიქოვანი www.my.ge -ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი

➡ თემა: “10 კანდიდატიდან 7 უარი” – რა შევცვალე და რა გამოვიდა?

IV სპიკერი: დავით ბუშელაშვილი
112 – ის სასწავლო ცენტრის მთავარი სპეციალისტი

➡ თემა: როგორ ვიზრუნოთ თანამშრომლების განვითარებაზე, როცა 7 დღე 24 საათი მუშაობენ და მათთვის ყოველი  დასვენების დღე დღესასწაულია?!

გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, დისკუსია და ნეთვორქინგი …

შეგახსენებთ, ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ HR hub-ის ოფიციალური წევრები შეძლებენ.
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ! რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2Hjh4jh

გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.

შეგახსენებთ HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში. გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვისაც 2 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ადამიანური რესურსების სფეროში. თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, შემოგვიერთდით: https://goo.gl/gHsRxu.

..ალიტრა მედია ჰოლდინგი“ HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის გენერალური სპონსორია.