შემოგვიერთდით

HR hub-ის ღონისძიება 29 ნოემბერს გაიმართება

HR hub ეს არის HR მენეჯერების ჰაბი – ადგილი, სადაც გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ხდება, გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub-ის ღონისძიება 29 ნოემბერს 19:00სთ-ზე სასტუმრო Best Western Tbilisi Art Hotel– ში გაიმართება. ჰაბის ყველა შეხვედრა გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა ეს ღონისძიება განსხვავებული იქნება. შეხვედრის თემა შევარჩიეთ მისი აქტუალურობიდან გამომდინარე და ეს არის – პერსონალის განვითარება. ღონისძიებას ექნება პანელ დისკუსიის ფორმატი, სადაც მოწვეულია 3 სპიკერი. თითოეული მათგანი მოყვება იმ წარმატებული პროექტების შესახებ, რომლებიც ორგანიზაციაში სწორედ, პერსონალის განვიათარების კუთხით დანერგეს.

სპიკერები არიან:

  1. თამარ ლასურაშვილი – Global Beer Georgia-ს HR და ადმინისტრაციის დირექტორი. თამუნა ისაუბრებს კომპანიის ორგანიზაციული კულტურის ინტეგრირებაზე პერსონალის განვითარების პროცესში.
  2. ნინო ფეიქრიშვილი – პალიტრა მედია ჰოლდინგის HR დეპარტამენტის დირექტორი. ნინო ისაუბრებს PD Card-ზე პერსონალის განვითარების ბარათზე.
  3. ლელა თოფურია – ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ლელა ისაუბრებს პროექტზე ,,მოინდომე, ჩაერთე და განვითარდი” – რას ნიშნავს ფინკა ბანკში ინდივიდუალური განვითარების პროგრამა?

ღონისძიების სპიკერები გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით თქვენთან შესახვედრად ემზადებიან.

HR hub-ის 2018-2019 წლის სეზონის მთავარი მხარდამჭერია პალიტრა მედია ჰოლდინგი.

შეგახსენებთ ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ HR hub-ის წევრებისთვის არის შესაძლებელი.  თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, ამ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ: https://goo.gl/gHsRxu ან მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე HRhubGeorgia.

ღონისძიებაზე დასწრების ღირებულებაა 55 ლარი, რომელიც მთლიანად შეხვედრების ორგანიზებასა და კლუბის განვითარებას მოხმარდება.

➡ ბილეთის შეძენის ბოლო ვადაა 28 ნოემბერი.
თუ გსურთ ღონისძიებაზე დასწრება და აპირებთ წამოსვლას, შეგვეხმიანეთ.
➡ ბანკის რეკვიზიტები:
შპს ეიჩარ ჰაბი
საბანკო რეკვიზიტები: სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE 22
ანგარიშის ნომერი: GE86TB7766236080100006 GEL
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *