შემოგვიერთდით

HR hub-ის 19 აპრილის ღონისძიება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თემებს დაეთმობა

19 აპრილს, 19:00 სთ-ზე, Terminal • ტერმინალი-ში (აბაშიძის 34) ჩატარდება  HR hub-ის ღონისძიება, რომელიც შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თემებს დაეთმობა. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2Hjh4jh

HR hub – ში გვეყოლება სპიკერები, რომელებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემას.

I სპიკერი: ლევან მოსახლიშვილი
იურისტი, სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე  იურდიულ და ადმინისტრაციულ საკითხებში.
თემა:  შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები პრაქტიკაში
უფრო კონკრეტულად კი იქნება:
➡ ცვლიანი სამუშაო გრაფიკისა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ საკითხების განხილვა;
➡ ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
➡ შრომითი ურთიერთობის დაწყება, ხელშეკრულების მოშლა და სამართლებრივი პრობლემები;
➡ სასამართლო პრაქტიკა – შრომითი დავების წარმოება და ძირითადი ასპექტები სამართლებრივ დავებში;
➡ ანაზღაურების დაყოვნებისათვის წარმოშობილი ზიანის დაკისრება.
➡ დასაქმებულის გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძველზე.
➡ ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილება
➡ ხელფასის ანაზღაურების თაობაზე სახელშეკრულებო პირობის ცალმხრივი შეცვლა.
➡ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
➡ სამსახურებრივი მოვალეობების ზედმიწევნით შეუსრულებლობისას ხელფასის დაქვითვა
➡ დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე და დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და ა.შ
II სპიკერი: დავით თხელიძე
თემა: შრომის უსაფრთხოების სისტემა – ჯანსაღი და ჯანმრთელი გარემო ორგანიზაციაში
დავითი SafCo • საფკო დამფუძნებელია, არის შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტი და მრჩეველი..
სერტიფიცირება: NEBOSH – International General Certificate. IOSH (Institution of Safety and Health) Technical Level Member, IOSH – Health and Safety Management System Specialist და სხვა.
უფრო კონკრეტულად კი იქნება:
➡ საიდან უნდა დავიწყოთ კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა?
➡ რატომ არის მნიშვნელოვანი საწარმოო ინციდენტების კლასიფიცირება, მოკვლევა და ანგარიშგება?
➡ შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის ბენეფიტები და ა.შ
გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, დისკუსია და ნეთვორქინგი …
შეგახსენებთ, ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ HR hub-ის ოფიციალური წევრები შეძლებენ.
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ იჩქარეთ, დარეგისტრირდით!
თუ ჯერ არ ხართ HR hub-ის წევრი, შემოგვიერთდით: https://goo.gl/gHsRxu
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის !
ჩვენ ერთად ვქმნით HR hub-ს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *