შემოგვიერთდით

HR hub ორი წლისაა

2 წლიაა ჰაბი, რომელიც საინტერესოდ მოაზროვნე HR პრაქტიკოსებს აერთიანებს.

HR hub ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, კონტაქტები და ის თუ რა ხდება HRM – ის შიდა სამზარეულოში.

გამორჩეული ფორმატის, კონცეფციის პირველი ქართული HR ღონისძიებები.

HR hub  სტუდენტური დასაქმების პორტალის – Studentjob.ge-ის ბაზაზე 2015 წელს შეიქმნა.
დავინახეთ მოთხოვნა, რომ HR პროფესიონალებისთვის აქამდე არ არსებობდა სივრცე, სადაც შეხვდებოდნენ ერთმანეთს და გაუზიარებდნენ გამოცდილებას, წარმატებულ ქეისებს, გაიგებდნენ მეტ სიახლეს საკუთარ სფეროში. აქედან წამოვიდა იდეა შეგვექმნა HR hub, ჰაბი HR მენეჯერებისთვის, სადაც პერიოდულად ტარდება ღონისძიებები. აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

9 ივლისს HR hub – ის ამ სეზონის ბოლო და ყველაზე გამორჩეული ღონისძიება გაიმართა. თან ამ ღონისძიებას HR hub – ის დაბადების დღეც დაემთხვა. HR hub 2 წლისა გახდა.

HR hub – ში გვყავდა მენტორი, რომლმაც სპეციალურად ამ დღისთვის მოამზადა საპრეზენტაციო თემა.

თემა: მარკეტინგი ტალანტების მოსაზიდად.

  • მარკეტინგული ტაქტიკა და უნარები HR-ში.
  • რეკრუტინგული კამპანიები თემაც გამორჩეული და საინტერესოა, საფიქრია.

ამ ღონისძიებაზე HR-ში სტუმრად მარკეტრი და PR სპეციალისტი თორნიკე გურული გვყავდა. თორნიკე ამ ორ სფეროს შორის გაავლო პარალელი. როგორ გამოვიყენოთ მარკეტინგული ტაქტიკა ტალანტების მოსაზიდად, მაგ. რეკრუტინგული კამპანიების დაგეგმვისას. თემა ნამდვილად ინოვაციურია.

კლუბის პირველი ღონისძიება 2015 წლის 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა. მოწვეული იყო სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell, Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე.
ასეთი იყო HR hub – ის წარმატებული დასაწყისი და ასე გრძელდება დღესაც.

ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები. HR hub – ს დღეისთვის 450 – ზე მეტი ოფიციალური წევრი ჰყავს. HR hub-ში გაწევრიანება ამ სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით ხდება.


ჰაბში ქართველი წარმატებული HR მენეჯერები გვესაუბრებიან ქეისებზე, რომლებიც აქ, ქართულ რეალობაში განახორციელეს. ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ მენტორებს, რომელბსაც აქვთ გამოცდილება გასაზიარებლად, აქვთ სათქმელი ამ სფეროში. HR სფერო არის პრაქტიკული დარგი, სადაც სხვისი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია.
გთავაზობთ, ძალიან მცირე ნაწილს კომენტარებისა, რასაც წერენ HR პრაქტიკოსები.

ჰაბში გაწევრიანების აპლიკაციაში HR მენეჯერებს ვთხოვეთ დაესრულებინათ ფრაზა: „HR hub-ში გაწევრიანებით მე ….“     გთავაზობთ კომენატრების მცირე ნაწილს. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს და გვარწმუნებს, რომ HR hub ქმნის ფასეულობას ამ სფეროში:

„HR hub-ში გაწევრიანებით მე ….“
1. მივიღებ ახალ გამოცდილებას, გავიზიარებ სხვა კომპანიების HR-თა მიდგომებს, მეთოდებს, დანერგილ სიახლეებს, სულ ვეძებ მსგავს სიახლეებს, შესაბამისად, ეს წამოწყება ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის და სიამოვნებით ვუერთდები.
2. მეძლევა კიდევ ერთი შანსი განვითარებისთვის და პროფესიული ზრდისთვის.
3. შევიძენ და გავაღრმავებ პროფესიულ სოციალურ ურთიერთობებს, გავეცნობი სიახლეებს, გავიზრდები და დავიხვეწები პროფესიულად, ვიქნები სიახლეების ეპიცენტრში. კოლეგებს გავაცნობ ჩემს მიერ განხორციელებულ პროექტებს და მოვისმენ შენიშვნებს კვალიფიციური ადამიანებისგან.
4. შევძლებ მივიღო ახალი გამოცდილება, ცოდნა და კონტაქტები.
5. HR hub-ში გაწევრიანებით მე თამამად შემეძლება ვთქვა: მე HR გუნდის წევრი ვარ!
6. გავხდები ახლებური ხედვის, ახალი წევრი.
7. მოვხვდები გარემოში და ადამიანებთან რომლებთანაც მექნება საერთო ინტერესი. შევძლებ გავიღრმავო ჩემი ცოდნა და გამოცდილება ადამიანური რესურსების სფეროში. მინდა რომ აქტიურად ვიყო ჩართული იმ მოვლენებში რაც ხდება HR-ში და ასევე მეც შევიტანო ჩემი წვლილი ამ საქმეში.
8. კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობ HR პულსაციას.
9. გავხდები გუნდის წევრი, რომელიც დაინტერესებულია განავითაროს HR სფერო, მისმა წევრებმა კი მიიღონ და გასცენ ცოდნა და გამოცდილება.
10. გავიცნობ საინტერესო ადამიანებს და გავიგებ თანამედროვე გამოწვევებს HR მიმართულებით.
11. HR hub-ში გაწევრიანებით მე ვიქნები უფრო წარმატებული HR სპეციალისტი, ბევრად უფრო ფართო, მასშტაბური ხედვებით, გამოცდილებითა და ცოდნით.
12. შევუერთდები კოლეგების ქსელს

და რაც აუცილებლად აღსანიშნავია, ჩვენ დაარსების დღიდან ვგრძნობთ ძალიან დიდ მხარდაჭერას, რაც ფასეულია ჩვენთვის. მადლობას გიხდით ყველას ურთიერთობისა და მხარდაჭერისთვის!

HR hub – ის ღონისძიებები 2015 წლის 9 ივლისი – 2016 წლის 9 ივლისი: http://goo.gl/v9h4uZ
ჩვენ ერთად ვქმნით HR hub-ს.
კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა და სიახლე გველის!

სიყვარულით
HR hub – ის გუნდი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *