შემოგვიერთდით

HR hub, HR hub Next-ს ქმნის

HR hub Next – ეს გახლავთ ახალი პროექტი, რომელსაც HR hub უახლოეს მომავალში ჩაუშვებს.HR hub Next განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ გახდნენ HR პროფესიონალები, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ აქვთ.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული ადამიანური რესურსების სფეროთი HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

10 ნაბიჯი პროფესიული HR-ისკენ – ეს არის HR hub Next-ის სლოგანი, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს HR მენეჯერმა.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა პროფესიონალობამდე. 3 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 ვორქშოფს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. 3 თვის შემდეგ, გექნებათ შესაძლებლობა გაიაროთ სტაჟირება ან დასაქმდეთ HR-ის მიმართულებით სხვადასხვა კომპანიაში. ამაზე უშუალოდ თქვენი მენტორი იზრუნებს. შერჩევა მოხდება ტესტირების ან დავალების შესაბამისად.

როდის გამოცხადდება რეგისტრაცია?

თვალი ადევნეთ HR hub-ის Facebook-ის გვერს, სადაც რეგისტრაცია ძალიან მალე გამოცხადდება. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *