შემოგვიერთდით

,,HR hub Next-ის წევრებს წინ ელოდებათ საინტერესო დღეები, თითოეული შეხვედრის შემდეგ, იმის გააზრება, რომ იმაზე მეტი იცი ვიდრე შეხვედრის დაწყებამდე” – თათია ღელეყვა ნექსთის წევრი

თათია ღელეყვა HR hub Next-ის წევრია. ის ყოველკვირას, ნექსთის შეხვედრებზე დასასწრებად ბათუმიდან ჩამოდის.

HR hub: თათია მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ?

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და სამსახურის აქტიური ძიება დავიწყე ქალაქ ბათუმში. ჩემი კარიერული გზა სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება. ამჟამად ვმუშაობ სს „ნიკორა ტრეიდში” აჭარის რეგიონის პერსონალის მართვის მენეჯერის პოზიციაზე. ვარ ფსიქოლოგი და კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი.

HR hub: საიდან გაიგეთ HR hub Next-ის შესახებ?

HR hub Next-ის შესახებ linkedin -ის საშუალებით გავიგე.

HR hub: თქვენ ყოველკვირას, ნექსთის ღონისძიებებზე დასასწრებად ბათუმიდან ჩამოდიხართ თბილისში. რა განაპირობებს თქვენს ასეთ დიდ მოტივაციას?

HR hub-ის საქმინაობას  დიდი ხანია  ვადევნებ თვალს. როდესაც ინფორმაცია აღმოვაჩინე ახალი პროექტის შესახებ,საკუთარ თავს ვუთხარი,რომ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახალი გამოცდილებები და  მუდმივი მოძრაობა პროფესიული გავითარების  გზაზე.

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს კომპანიისგან, სადაც ვმუშაობ, აქედან გამომდინარე ორმაგი მოტივაციით ვაგრძელებ შეხვედრებზე დასწრებას.

“წისქვილი ქეითერინგი”

HR hub: რას არის თქვეთვის HR hub Next?

გახსნის ცერემონიაზე თითოეული მონაწილის ფოტო დაგვხვდა წარწერით: ჩემთვის  hr hub next არის …  ჩემი პასუხი იყო New way.  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა. ახალი გამოცდილება, კრეატიული გუნდი, საინტერესო მონაწილეები, პროფესიონალი მენტორები და კომფორტული გარემო, სადაც შეგიძლია ისწავლო, მიიღო და გაუზიარო.

HR hub: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ძირითად პუნქტად რჩება პროფესიული განვითარება,კვალიფიკაციის ამაღლება. მნიშვნელოვანია წარმატებით დავასრულო მაგისტრატურა.

HR hub: რას ურჩევდით HR hub Next-ის მომავალ წევრებს?

Hr hub Next-ის წევრებს ვურჩევდი მაქსიმალურად ჩაერთონ პროექტის მიმდინარეობის პროცესში. წინ ელოდებათ საინტერესო დღეები, თითოეული შეხვედრის შემდეგ, იმის გააზრება, რომ იმაზე მეტი იცი ვიდრე შეხვედრის დაწყებამდე.

შეგახსენებთ HR hub Next-ის გენერალური სპონსორია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“ . გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია,, ACT” მასპინძლობს Next-ის ყოველკვირეულ შეხვედრებს, ხოლო პროექტის მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *