შემოგვიერთდით

HR hub Next-ში კლუბის წევრების მიღება დაიწყო

HR hub Next – ეს არის ინოვაციური ჰაბი მომავალი HR (ადამიანური რესურსების) მენეჯერებისთვის, HR სფეროში განვითარების განსაკუთრებული შესაძლებლობა.

HR hub, HR hub Next-ს სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმისა“ და გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია,, ACT-ის” მხარდაჭერით ქმნის. მედია მხარდამჭერია: პალიტრა მედია ჰოლდინგი.
თუ გსურთ გახდეთ HR პროფესიონალი, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, HR hub Next სწორედ თქვენთვისაა.
კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა.

თქვენ გადადგამთ 10 ნაბიჯს პროფესიული HR-ისკენ –  ეს გულისხმობს იმას, რომ ისწავლით 10 მნიშვნელოვან საკითხს, რისი ცოდნაც HR მენეჯერს აუცილებლად მოეთხოვება.

რას მომცემს HR hub Next?

აქ თქვენ დიდი HR-ული თავგადასავალი გელოდებათ. ისწავლით როგორ დაიწყოთ თავიდან, როგორ გადალახოთ დაბრკოლებები, გაიგებთ როგორია სავალი გზა ადამიანური რესურსების პროფესიონალობისკენ. 3 თვის განმავლობაში თქვენ დაესწრებით 10 შეხვედრას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე, რომელსაც 10 კომპანიის HR მენეჯერი ჩაგიტარებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გეყოლებათ მენტორი – გამოცდილი HR მენეჯერი, რომელიც უშუალოდ დაგეხმარებათ კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. თვეში რამდენჯერმაე უშუალოდ შეხვდებით მას და თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღებთ პასუხებსა და რჩევებს.

3 თვის შემდეგ, გექნებათ შესაძლებლობა გაიაროთ სტაჟირება ან დასაქმდეთ HR-ის მიმართულებით სხვადასხვა კომპანიაში. ამაზე უშუალოდ თქვენი მენტორი იზრუნებს. საუკეთესო კანდიდატების შერჩევა მოხდება ტესტირების ან დავალების შესაბამისად.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა  5 ნოემბრამდე: http://bit.do/HRhubNextRegistration

რა კრიტერიუმით მოხდება კლუბის წევრების შერჩევა?

წევრები შეირჩევა სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით. HR hub Next-ში მოსახვედრად მთავარი მოთხოვნა, ადამიანური რესურსების სფეროსადმი დიდი ინტერესი და პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილია.

HR hub Next ფასიანია?

HR hub Next-ის წევრი 3 თვის განმავლობაში თვეში იხდის 70 ლარს.

გადახდა მოხდება თვის დასაწყისში.

როგორ გავიგებ გავხდი თუ არა HR hub Next-ის წევრი?

ჩვენ დაგამატებთ HR hub Next-ის Facebook-ის დახურულ ჯგუფში, რაც ავტომატურად ნიშნავს Next-ის წევრობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *