შემოგვიერთდით

HRhub.ge – საქართველოში HR სფეროში პირველი საინფორმაციო პორტალი შეიქმნა

HR hub  არის ინოვაციური, საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ჰაბი HR სფეროში – ახალი შესაძლებლობები, ცოდნა და კონტაქტები.

HR hub – ის ისტორია 2015 წლის 9 ივლისს იწყება. ეს არის სივრცე, სადაც ხდება ცოდნისა და საინტერესო გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა კრეატიულ იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR პროფესიონალები ჩვენს ღონისძიებებზე საუბრობენ გამოწვევებზე, წარმოაჩენენ მიღწევებსა და წარმატებულ ქეისებს. HR hub – ში 400 – ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსია გაერთიანებული.

HR სფეროში ყველა სიახლე და საინტერესო ამბავი HR hub-ში მოდის. თან ვფიქრობთ, რომ ვითარდება სფერო, რომელზეც ბევრს საუბრობენ, ამიტომ 2017 წლის აპრილში ჩვენ შევქმენით www.hrhub.ge, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს აქტიურ ფუნქციონირებას.

www.hrhub.ge პირველი ქართული ინტერნეტ ჟურნალია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. აშუქებს HR სიახლეებს ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, აანალიზებს დაკავშირებულ სფეროში მიმდინარე მოვლენებსაც. ჩვენი მიზანია ინფორმაცია მივაწოდოთ HR მენეჯერებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და HR სფეროთი დაინტერესებულ მკითხველს. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ

თუ კი თქვენს კომპანიას ექნება სიახლე ადამიანური რესურსების მიმართულებით, გვაცნობეთ და ჩვენ მას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.

ჩვენ გვაქვს სურვილი, მკითხველს შევთავაზოთ მრავალფეროვანი და მრავალმხრივი ინფორმაცია HR სფეროში და ინტენსიური სახე მიიღოს ახალმა ამბებმა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ.

HRhub.ge-ის აქტიურობა თქვენზეა დამოკიდებული, ვინაიდან სწორედ თქვენ ქმნით HR სფეროს საქართველოში. იყავით აქტიურები და პირველად ჩვენ გვაცნობეთ თქვენი ამბები.

ჩვენ ერთად ვქმნით HR hub-ს!

გელით საინტერესო ამბებით!

პატივისცემით

HR hub-ის გუნდი

info@hrhub.ge

591990107

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *