შემოგვიერთდით

IBSU Training Center – HR hub-ის წევრებს 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს

IBSU Training Center 2011 წლიდან არსებობს და მენეჯმენტის, ბიზნესის, მარკეტინგის, PR-ის, HR-ისა და ლოჯისტიკის მიმართულებით მრავალფეროვან და საინტერესეო ტრენინგებს ატარებს.

ამ დროისთვის ტრენინგ ცენტრს 18 მოქმედი სასერტიფიკატო პროგრამა აქვს და გარდა ჩამოთვლილი სფეროებისა, ტრენინგები ტარდება შრომის უსაფრთხოების, არქიტექტურის, ბიზნეს ინგლისურის, კომპიუტერული პროგრამების შესწავლისა და სხვა მიმართულებით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი უკვე ორ წელზე მეტია, დაინტერესებულ პირებს „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის“ სასერტიფიკატო პროგრამას სთავაზობს.

ტრენინგ ცენტრი განსაკუთრებულ აქცენტს მარკეტინგსა და მენეჯმენტზე აკეთებს. გარდა ამისა, დიდი ყურადღება ეთმობა პროექტის მომზადებისა და მართვის შესწავლას. ამ მიმართულებით ცენტრში ორი ტრენინგი ტარდება – „საგრანტო პროექტის მომზადება“ და „პროექტის მართვა“.

დღეისათვის, ციფრული მარკეტინგზე მოთხოვნის გაზრდისა და მისი აქტიურად გამოყენების გამო, IBSU Training Center თანამშრომლობს სარეკლამო სააგენტო „რედბერის“ გუნდის წევრებთან. ისინი ბრენდის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიულ დაგეგმარებასთან ერთად, ტრენინგის მონაწილეებს Facebook Business Manager-ის, Google AdWords-სა და Google Analytics-საც ასწავლიან.

ტრენინგ ცენტრი ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარებაზე, არამედ პრაქტიკულ სწავლებაზე, მონაწილეებისთვის ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათთვის საჭირო ცოდნის მიცემაზე. ამ მხრივ, სწავლების პროცესში განიხილები ბევრი პრაქტიკული ქეისი, სიმულაციური სავარჯიშოები და თამაშები, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მათი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

IBSU Training Center, მისი არსებობის მანძილზე, ბევრ კომპანიასთან თანამშრომლობს, როგორც ხანგრძლივი, ისე მოკლევადიანი თანამშრომლობის სახით. ცენტრი ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ, მათი პარტნიორობა მემორანდუმით გაამყარონ, რაც ორივე მხარისთვის გარკვეულ შეთავაზებებსა და პრიორიტეტებს გულისხმობს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრში პროგრამების გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს (18 წლის ზემოთ), სტუდენტებს, სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებსა თუ, უბრალოდ, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მაძიებლებს. გარდა ფიზიკური პირებისა, ცენტრი ატარებს კორპორატიულ ტრენინგებსაც, სადაც კონკრეტულ თემაზე, კონკრეტულად ორგანიზაციისთვის მორგებული თემატიკა და განრიგი დგება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი HR Hub-ის წევრ კომპანიებს 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. თითოეულ თანამშრომელს, ვისაც სურვილი აქვს, გარკვეული მიმართულებით, ტრენინგი გაიაროს, შეუძლია, ამ ფასდაკლებით ისარგებლოს.

IBSU Training Center-ში საშემოდგომო სეზონი 24 სექტემბრიდან გაიხსნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *