შემოგვიერთდით

JTI – TOP დამსაქმებლის სტატუსს ინარჩუნებს

JTI – TOP დამსქმებლის სტატუსს წელსაც ინარჩუნებს.

JTI (Japan Tobacco International) – არის თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. JTI ბოლო ათწლეულის მანძილზე სწრაფად იზრდება და ვითარდება. მის პორტფოლიოშია შემდეგი ბრენდები: Sobranie, Winston, Camel, Winchester, და LD.
კომპანიის თანამშრომელთა შრომითი პირობების შეფასების შედეგად კომპანია JTI-ს მიენიჭა სტატუსი: საუკეთესო დამსაქმებელი საქართველოში, ევროპაში და აზიისა და წყნარი ოკეანის აუზში 2014, 2015, 2016 და 2017. კომპანია წელსაც ინარჩუნებს ამ სტატუსს.

“JTI in Georgia and in many many other countries has just been awarded #1 TOP EMPLOYER in Asia Pacific region.

We keep it up. We keep being the best ” – ფაქტს ეხმაურება JTI -ის თანამშრომელი და სოცილაურ ქსელში ამ პოსტს აქვეყნებს.

საქართველოში JTI-ის წარმომადგენლობა 2000 წელს გაიხსნა. 2011 წელს საქართველოს ოფისს ამიერკავკასიის სათავო ოფისის სტატუსი მიენიჭა. თბილისის რეგიონული ოფისი მართავს საქმიანობას კავკასიის სამივე ქვეყანაში. აქ  11 ეროვნების ორას ოცზე მეტი თანამშრომელი დასაქმებული.

JTI-ში დასაქმებულია ასზე მეტი ეროვნების  26 000-მდე თანამშრომელი. მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს JTI-ის  365 ოფისი. კომპანია ფლობს 25 ქარხანას და 8 კვლევით ცენტრს.

JTI თამბაქოს სფეროში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და გამოცდილი კომპანიაა.  აქ განსაკუთრებული გარემო, ბაზრისა და ბრენდების ნაირსახეობა და ადამიანების მართვის განსაკუთრებული სტილია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *