შემოგვიერთდით

Orbeti Green Space – ულამაზესი, მწვანე სივრცე დაუვიწყარი ღონისძიებებისთვის

რამდენიმე წლის წინ, თბილისთან ახლოს, ზღვის დონიდან 1400 მეტრის სიმაღლეზე, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე გარემოში გაიხსნა იდეალურად მოწყობილი სივრცე „ორბეთი გრინ სფეისი“, რომელიც განკუთვნილია ღონისძიებებისთვის, გართობისა და დასვენებისთვის.

თავდაპირველად აქ მხოლოდ ექსკურსიები და კორპორატიული შეკრებები იმართებოდა, 2017 წლიდან დღემდე კი ორბეთის მწვანე სივრცე მასპინძლობს როგორც კორპორატიულ ღონისძიებებს და ექსკურსიებს, ისე ქორწილებს, წინასაქორწილო წვეულებებს, დაბადების დღეებს, კარვების ტურს, კინოჩვენებებს და მუსიკალურ ღონისძიებებს.
ამ წლების განმავლობაში, „ორბეთი გრინ სფეისი“ იდეალურად აღიჭურვა იმ ინვენტარითა და აპარატურით, რაც საჭიროა დაუვიწყარი გართობისთვის.
ტერიტორიაზე არის როგორ ღია, ისე დახურული სივრცე, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ღონისძიება დაიგეგმოს ნებისმიერ ამინდში.
გასული წლებისგან განსხვავებით, გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილი მწვანე სივრცე წელს არც ზამთარში შეწყვეტს ფუნქციობას, გახდება არაერთი საინტერესო ღონისძიების მასპინძელი და კიდევ ბევრ სტუმარს გააოცებს ულამაზესი ბუნებით, ხედებით და სუფთა ჰაერით.
იხილეთ რუკა: https://goo.gl/2oJT2G