შემოგვიერთდით

რეკრუტინგული კამპანია – BAT Challenge

studentjob.ge-ის ორგანიზებით, ტექნოპარკში, ბიზნეს ქეისების კონკურსი – BAT Challenge ჩატარდა. British-American Tobacco-მ გადაწყვიტა ინოვაციური ფორმით შეერჩია 2 სტაჟიორი ერთი ფინანსებისა და მეორე მარკეტინგის მიმართულებით.

ქეისების კონკურსში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის 24-მა შერჩეულმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

2 Carreer Doors ასე ერქვა კამპანიას, რომელიც თბილისის რამდენიმე უნივერსიტეტში განხორციელდა.

სტუდენტებს კაფეტერიებში, ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა ადგილებზე დახვდათ ორიგინალური პოსტერები, სადაც კონკურსის შესახებ იყო ინფორმაცია. კონკურსის მონაწილეები CV-ის, GPA-ისა და სამოტივაციო წერილის მეშვეობით შეირჩნენ.

BAT Challenge – ბიზნეს ქეისების კონკურსი, ტექნოპარკში ჩატარდა. შერჩეულ მონაწილეებს, BAT-ის გენერალურმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში Felicio Ferraz-მა და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელმა სოფო ჭუმბურიძემ მიმართეს.

მათ ისაუბრეს კომპანიის ძირითად ღირებულებებზე, თანამშრომლების განვითარებასა და მოტივაციაზე.

BAT Challenge რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. ქეისების გარჩევისა და  დისკუსიის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე 8 სტუდენტი გადავიდა. ისინი 4 გუნდად განაწილდნენ. თითოეულ გუნდში იყო 1 მარკეტინგის და 1 ფინანსების სტუდენტი.

ფინალურ ეტაპზე British-American Tobacco-ს წარმომადგენლების წინაშე გუნდებმა არსებულ ბიზნეს ქეისზე პრეზენტაცია ჩაატარეს. გამარჯვებულმა გუნდმა მხოლოდ 1 ქულით მოიპოვა უპირატესობა. მალხაზ ხოფერია – კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსელი და ნუცა ასათიანი – ჯიპას British-American Tobacco-ში 3-დან 6 თვემდე ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

BAT ეს არის თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს.

studentjob.ge მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა კომპანიის რეკრუტინგული კამპანიების ჩატარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *