შემოგვიერთდით

გაუწიე რეკომენდაცია მანიკურის სპეციალისტს და ისარგებლე სპეციალური პირობებით

მანიკურის და პედიკურის სალონების ევროპული ქსელ Tenten Nail Studio Tbilisi-ს, რომელიც აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს, ძალიან საინტერესო შეთავაზება აქვს მათთვის, ვისაც ფრჩხილების მოვლა-გალამაზება უყვართ. Continue reading “გაუწიე რეკომენდაცია მანიკურის სპეციალისტს და ისარგებლე სპეციალური პირობებით”

უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით 3.9%-ით მაღალია

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.8 პროცენტი შეადგინა. Continue reading “უმუშევრობის დონე კაცებში, ქალებთან შედარებით 3.9%-ით მაღალია”

SavvY – ახალგაზრდების დასაქმების საკითხის კვლევას ატარებს

მიმდინარე წელს, საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულებით იქმნება ახალი სააგენტო, რომლის მიზანი არის ახალგაზრდებისთვის უკეთესი სოციალური და ეკონომიკური გარემოს შექმნა, მათი გააქტიურება და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა. Continue reading “SavvY – ახალგაზრდების დასაქმების საკითხის კვლევას ატარებს”

,,ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა” – ლიკა ნოზაძე

„ნიკორა” სუპერმარკეტების ქსელი წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 265 სავაჭრო ობიექტს.  Continue reading “,,ჩვენ გვეამაყება ის ტრადიციები, რამაც კომპანია დღემდე მოიყვანა” – ლიკა ნოზაძე”

„ისწავლე და დასაქმდი“ – თბილისის მერია ახალგაზრდების გადამზადების პროგრამას იწყებს

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, მასშტაბურ პროფესიული გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს.

პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სექტორში.

სასწავლო კურსებს სრულად აფინანსებს ქ. თბილისის მერია და ხანგრძლივობა შეადგენს სამ თვეს.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ქ. თბილისში რეგისტრაცია;
  • საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინიმალური ასაკი 18 წელი;
  • გასაუბრება დარგის სპეციალისტთან;

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

კოლეჯში მისაღებად საჭირო დოკუმენტები:

  • წერილობითი განცხადება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 2 ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3×4-ზე;
  • საბაზო საფეხურის/ სრული ზოგადი / უმაღლესი / პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან/და ასლი;
  • უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი!

თითოეულ სპეციალობაზე სწავლის ხანგრძლივობა ორი თვეა. სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს.

დეტალებისთვის ეწვიეთ: თბილისი მერიის ვებ-გვერდს

პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს როგორც კოლეჯებში, ასევე ელექტრონულად.

რეგისტრაციის ვადები: 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

HR hub-ის რეკრუტინგული კამპანია “აგროჰაბისთვის” – არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!

HR hub-მა “აგროჰაბისთვის”  რეკრუტინგული კამპანია სახელწოდებით – “არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!” დაგეგმა და განახორციელა. Continue reading “HR hub-ის რეკრუტინგული კამპანია “აგროჰაბისთვის” – არის აქ ვინმე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სამსახური?!”

ნინო ჯინჯოლავა: “გასაუბრება დაკარგული დრო არასოდეს არ არის”!

ნინო ჯინჯოლავა – ალბათ ეს სახელი და გვარი HR-ში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას ეცნობა. ნინოს ბიზნეს და სამთავრობო სტრუქტურებში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. Continue reading “ნინო ჯინჯოლავა: “გასაუბრება დაკარგული დრო არასოდეს არ არის”!”