შემოგვიერთდით

Wizz Air კომუნიკაციის მენეჯერს ეძებს

კომპანია Wizz Air ბუდაპეშტში კომუნიკაციების მენეჯერს ეძებს.ის მთავარ როლს შეასრულებს კორპორაციული კომუნიკაციების დეპარტამენტში, რომლის ფუნქციებშიც შედის კომპანიის რეპუტაციაზე ზრუნვა, ცნობადობის გაზრდა და საერთაშორისო პრესასთან ურთიერთობა.

კომუნიკაციების მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება კომუნიკაციებში / მარკეტინგში ან ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
  • 5+ სამუშაო გამოცდილება პიარსა და კომუნიკაციებში, უმჯობესია როგორც კორპორაციული, ასევე სააგენტოს მიმართულებით
  • ინგლისური და პოლონური ენის ცოდნა როგორც სალაპარაკო, ასევე წერილობით დონეზე
  • შეეძლოს სტრესულ სიტუაციებში და მოკლე დროში მუშაობა

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: Wizz Air/Careers

შეგახსენებთ Wizz Air ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *