შემოგვიერთდით

Workflex: იდეალური სამსახურის სასურველი ნიშანთვისება

სად იმუშავეთ დღეს? ალბათ სამუშაოს უდიდესი ნაწილი ოფისში შეასრულეთ, თუმცა სულაც არაა გამორიცხული, რომ კაფეში, თვითმფრინავში ან სულაც სახლში შეგესრულებინათ დაკისრებული ვალდებულება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა ერთ დროს წარმოუდგენელი იდეების ყოველდღიურ რუტინად ქცევა. კოლაბორაცია ერთი ოთახის ფარგლებს დიდი ხანია გასცდა და ახლა, თანამშრომლებს შეუძლიათ, ათასობით კილომეტრის დაშორებით, ერთობლივად იმუშაონ სხვადასხვა პროექტზე. „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას“ – ეს იდეოლოგია დღევანდელი სამსახურებისა და დაქირავებულების მამოძრავებელ ძალად იქცა. სამყარო საზღვრების გარეშე თავისთავად მოიაზრებს სამსახურს საზღვრების გარეშე, რასაც დაქირავებულები ძალიან აფასებენ და სამსახურის უმნიშვნელოვანეს პლუსად სწორედ სამუშაო ცვლების, ლოკაციის, დროისა და სხვა დეტალების მოქნილობას მიიჩნევენ, რაც მათ ე.წ. Work-Life ბალანსის დაცვის შესაძლებლობას აძლევს.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა, რომ ე.წ. Workflex (ინგლ. Flexible Work) სამუშაო თანამედროვე ტრენდებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, როგორც იდეალური სამსახურის ყველაზე სასურველი დამახასიათებელი ნიშანთვისება. Workflex-ის ჭკვიანურად გამოყენების შემთხვევაში სტაფი თავს გრძნობს დაფასებულად, უფრო ბედნიერი და შესაბამისად ლოიალურია ბიზნესისადმი ხანგრძლივ პერსპექტივაში. თანამშრომლებს აქვთ მათზე მორგებული სამუშაო გრაფიკი, რაც დღევანდელობაში, დამეთანხმებით, დიდი შეღავათია. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ამბავი ყოველთვის ასე ბედნიერად არ სრულდება.

ბოლო პერიოდში, რამდენიმე კომპანიამ Workflex მეთოდები საკუთარი პოლიტიკიდან სრულად გააქრო, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობის უფლების გაუქმებას იმ მიზნით, რომ ადამიანებს მეტი კოლაბორაცია შეძლებოდათ უშუალო კონტაქტის წყალობით. ზოგი კომპანია თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც აუქმებს ამგვარ და სხვა ბენეფიტებს მსგავსი მიზეზების გამო.

ცალსახაა, რომ ამგვარი კანონმდებლობა პიდაპირ სპობს კომპანიებში ტალანტის დივერსიფიცირებასა და ლოიალობის შენარჩუნებას მაშინ, როცა შრომით ბაზარზე ძალიან ტრენდული ხდება ლიბერალური შრომითი ხელშეკრულებები. აქედან გამომდინარე, Society for Human Resource Management(SHRM), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანური რესურსების სფეროს პორტალია, აქტიურად თანამშრომლობს კონგრესთან და მსგავსი ტიპის საკანონმდებლო ორგანოებთან, რათა შრომით ხელშეკრულებაში გაჩნდეს მეტი სიცხადე, მყარი მოლოდინები, ანაზღაურებადი დასვენებები და მსგავსი ტიპის Workflex ბენეფიტები. ეს ინოვაციური მიდგომა ერთადერთი სწორი გზაა უკეთესი მომავლისთვის.

რატი წიკლაური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *