შემოგვიერთდით

Workplace – კომუნიკაციისა და იდეების გაზიარების პლატფორმა თანამშრომლებისთვის

1 წლის წინ Facebook-მა კომპანიების, ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის კომუნიკაციისა და იდების გაზიარებისთვის ახალი პატფორმა სატესტოდ გაუშვა. დღეს კი მთელ მსოფლიოში  1,000 ორგანიზაცია იყენებს მას. ეს არის “Facebook სამსახურში”-Workplace. ტოპ 5 ქვეყანა, რომლიც იყენებს მას არის: ინდოეთი, აშშ, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.

Workplace-ით სარგებლობა  ნებისმიერ კომპანიასა თუ ორგანზაციას შეუძლია მთელ მსოფლიოში. ამ პროდუქტით სარგებლობენ უდიდესი მულტინაციონალური კომპანიები: “დანონი”, “სტარბაქსი”, სადაც მაღაზიების მენეჯერების 80% იყენებს მას, Booking.com, საერთაშორისო არაკომერციული ორგნიზაცია Oxfam, YES Bank ინდოეთში და სამთავრობო ტექნოლოგიური საგენტო სინგაპურში. შედეგად ადამიანებს აქვთ მუშაობისადმი განსხვავებული დამოკიდებულება.

Workplace-ის მისიაა დაეხმაროს ადამიანებს მუდმივ კავშირზე იყვნენ ერთმანეთთან.

Facebook-ის ყველა საუკეთესო ინსტრუმენტი გადმოტანილია workplace-ზეც —  ნიუსფიდი, ჯგუფების შექმნა და გაზიარება, ჩეთი, Live, ემოციების გამოხატვა, პოსტები და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გქონდეთ მიმოწერა თანამშრომლებთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რეალურ დროში, ჩაატაროთ ვირტუალური “ბრეინშტორმინგი” (“ტვინების შეტევა”) გუნდში ან უყუროთ თქვენი აღმასრულებელი დირექტორის პრეზენტაციას Facebook Live-ში.

გარდა ამისა, შექმნეს უნიკალური, ინსტრუმენტები სპეციაკურად Workplace-თვის. მაგალითად ე.წ მართვის დაფა, ანალიტიკით, რომელსაც ჩვეულებრივი ავტორიზაციით უკავშირდებინ თანამშრომლები. ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების გუნდებს აქვთ ერთად მუშაობის შესაძლებლობა (Multi-Company Groups).

კომპანიების დასახმარებლად, რადგან მათ მრტივად ისარგებლონ Workplace-ით შეიქმნა Workplace Partner Program, ტექნოლოგიური და პროფესიული მომსახურების ორგანიზაციების ჯგუფი. მაგალითად როგორიც Deloitte. ეს ნიშნავს, რომ  კომპანიებს Workplace-თან წვდომის ბევრი შესაძლებლობა ექნებათ.

Workplace ექნება კონკურენტული ფასი—კომპანიები გადაიხდიან მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურად ისარგებლებენ ამ პროდუქტით. დეტალები აქ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ  workplace.fb.com ან გდადით ბმულზე facebook.com/workplace.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *