შემოგვიერთდით

ამ წუთებში მიმდინარეობს გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან

იუსტიცის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

გასაუბრებას სამი კანდიდატი გადის:

  1. საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე (მასთან გასაუბრება 10:30 საათზე ჩაინიშნა);
  2. მოსამართლე მაია ვაჩაძე (გასაუბრება 14:00 საათზეა დაგეგმილი);
  3. 17:00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრების კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე უპასუხებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი ამ წუთებში ონლაინ რეჟიმში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდსა და Facebook-ზე გადაიცემა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

  •  
  •  
  •  
  •