შემოგვიერთდით

ახალი წელი VTB-ში, ბედნიერი თანამშრომლები და ძლიერი კორპორატიული კულტურა

ვითიბი ბანკის უმნიშვნელოვანეს ნაწილს კორპორატიული კულტურის გაძლიერება წარმოადგენს. ბანკის მიზანია ისეთი სამუშაო ატმოსფეროს შექმნა, სადაც თანამშრომლები თავს კომფორტულად იგრძნობენ ერთმანეთთან კომუნიკაციისა და მუშაობის დროს.

ახალი წლის მოახლოება ბანკში ძალიან დატვირთული და დაძაბული პერიოდია, თუმცა მიუხედავად ამისა საახალწლო განწყობა ყოველთვის მნიშვნელოვანია.

“სწორედ ამიტომ, ვითიბი ბანკმა 31 დეკემბერს, თანამშრომლებისთვის, ტერასაზე, გამართა საახალწლო – საშობაო ღონისძიება, სადაც მოწვეულნი იყვნენ ბანკის სათაო ოფისის და ცენტრალური ფილიალის თანამშრომლები. ღონისძიების გარგლებში მოხდა სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, როგორიცაა გათამაშება თანამშრომლებისთვის, სპეციალური პრიზების დაწესება, ღონისძიების მუსიკალური გაფორმება, გამასპინძლება გლინტვეინით, ცხელი შოკოლადით და სხვადასხვა ტკბილეულით.” – ნინო ჯიქია.

თანამშრომლებთან ერთად ყველა აქტივობებში მონაწილეობას ბანკის მენეჯმენტიც იღებდა. პარალელურად 31 დეკემბერს, ვითიბი ბანკის ყველა ფილიალს, რეგიონების ჩათვლით საჩუქრად მიუვიდათ დიდი სასაჩუქრე ყუთები ტკბილეულით და საახალწლო აქსესუარებით. სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა მსგავსი საჩუქრის მიღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *