შემოგვიერთდით

“გრანთ თორნთონ აკადემია” 10 სექტემბერს, ბათუმში სემინარს ჩაატარებს

“გრანთ თორნთონ აკადემია” 10 სექტემბერს,  ბათუმში ატარებს სემინარს – დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის  ნაწილში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.

სემინარზე განხილული იქნება საკანონმდებლო ცვლილების მიზანი, ძირითადი ცვლილები და ასევე მოხდება ცვლილებების შედარება მოქმედ კანონმდებლობასთან. შეხვედრის ბოლოს სემინარი წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

2020 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კანონმდებლობაში, კერძოდ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, დაბეგვრის ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. აღნიშნული მოსალოდნელი ცვლილებები განპირობებულია ევროკავშირისგან მიღებული რეკომენდაციებით, რომლის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კანონმდებობა ევროკავშირში მოქმედ წესებს დაუახლოვდება.

ამჟამად მოსალოდნელი ცვლილებები კანონპროექტის სახეს ატარებს და მისი გამოქვეყნებისთანავე, გრანთ თორნთონი აქტიურად ჩაერთო სიახლეების შესწავლასა და რეკომენდაციების შემუშავებაში.

სემინარზე დასწრება უფასოა.

ხანგრძლივობა: 3 საათი;

სამუშაო ენა: ქართული

სემინარზე დასწრება უფასოა.  რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: სარეგისტარციო ლინკი

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა.

სემინარს გაუძღვებიან დარგის წამყვანი პროფესიონალები.

სემინარი გაიმართება სასტუმრო ჰილტონში, 10 სექტემბერს დილის 11 საათიდან.

  •  
  •  
  •  
  •