შემოგვიერთდით

გრანთ თორნთონ საქართველომ მსოფლიო რბენაში მერვე ადგილზე გასული თანამშრომელი წაახალისა

გრანთ თორნთონ საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს მსოფლიო საქველმოქმედო მარათონში – Wings for Life World Run 2019. წელს მსოფლიო რბენაში კომპანიის 30-მდე თანამშრომელი ჩაერთო.

გრანთ თორნთონიდან საუკეთესო მონაცემები თემურ ბაიკეევმა აჩვენა, რომელმაც 40.06 კმ ირბინა და მერვე ადგილი აიღო საქართველოს მორბენალთა შორის.

დღეს მას კომპანიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცა და კომპანიაში ერთად აღნიშნეს მისი წარმატება.

  •  
  •  
  •  
  •